Visa უახლესი პროდუქტებით წარდგება Visa-ს რეგიონულ გადახდების ფორუმზე

დღეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის Visa-ს ყოველწლიურ გადახდების ფორუმზე, Visa-მ ახალი პროდუქტებისა და სერვისების ნაკრები წარადგინა, რომელიც ბარათების სფეროში რევოლუციას მოახდენს, დააკმაყოფილებს მომხმარებლების, მოვაჭრეებისა და რეგიონის მასშტაბით, სერვისის მიმწოდებელი ფინანსური ინსტიტუტების სამომავლო საჭიროებებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფულის გადახდისა და მიღების გზები უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე ბოლო 50 წლისას, ხოლო უახლესი ინოვაციები უზრუნველყოფს გადახდის ახალ გამოცდილებას ვაჭრობისა და ფულადი სახსრების მოძრაობის გარდაქმნის მიზნით, რომელიც ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის ფიზიკურად შესყიდვასა და ფულადი თანხის უწყვეტ გადარიცხვებს მოიცავს.
„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ციფრული გადახდების სწრაფი ზრდის ფონზე ჩვენ დავინახეთ ტრანსფორმაცია, თუ როგორ სურთ მომხმარებლებს და მოვაჭრეებს გადაიხადონ და მიიღონ თანხები როგორც ონლაინ, ასევე მაღაზიაში”, აღნიშნა ენდრიუ ტორემ, Visa CEMEA-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა. „ჩვენ ვაგრძელებთ კომერციის მომავლის ფორმირებას და მოხარული ვართ, მომხმარებლების, მოვაჭრეების, ასევე ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად, ციფრული გადახდის სისტემების ახალი თაობის შესახებ გამოვაცხადოთ. დღეს, ჩვენ წარმოგიდგენთ ბარათის ახალ ფუნქციებს და ციფრულ ინოვაციებს, რაც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს მომავალში უფრო მორგებულ, მოსახერხებელ, უსაფრთხო და ინკლუზიურ პირობებს შესთავაზებს. “
Visa წარადგენს ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების პორტფელს, რომელიც ციფრულ იდენტობას, შეუფერხებელ ანგარიშსწორებას, მოქნილ გადახდებს, ნანო-მოვაჭრეების ჩართულობას და ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდების უსაფრთხოების დაცვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, Visa გააცნობს Visa Pay-ს, გადახდების სერვისის ახალ პლატფორმას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, მობილური ციფრული გადახდების შესაძლებლობებს და ურთიერთთავსებადი ფულის გაგზავნის და მიღების ოპერაციებს უზრუნველყოფს, და რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონისთვის არის შემუშავებული. Visa Pay პლატფორმა აერთიანებს გადახდის ფართო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს ბანკებისთვის, რათა სწრაფად განათავსონ ახალი ინოვაციური გადაწყვეტები, მათ შორის ციფრული ბარათით გაცემა, გადახდის ინიცირება, ერთი შეხებით გადახდა, რისკისა და თაღლითობის მართვა, ელექტრონული საფულის პლატფორმები და სხვა.
Visa-ს ახალი პროდუქტების და სერვისების ჩამონათვალი:
Visa Flexible Credential
Visa Flexible Credential გადახდის ერთი მეთოდიდან მეორეზე გადასვლის საშუალებას იძლევა ერთი საბარათე პროდუქტის გამოყენებით, რაც მომხმარებელს არჩევანის უფლებას უტოვებს. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ მარტივად განსაზღვრონ პარამეტრები ან აირჩიონ გადახდის ფორმა – სადებეტო თუ საკრედიტო ბარათით, „ოთხეტაპიანი გადახდა” განვადებით, ბონუს ქულებით, ან თუნდაც გადახდა სხვა ვალუტაში. Visa Flexible Credential CEMEA-ს რეგიონში უახლოეს თვეებში იქნება ხელმისაწვდომი.
ნანო-მოვაჭრეების ჩართულობა
დაახლოებით 120 მილიონი ფორმალური და არაფორმალური ნანო და მიკრო-მოვაჭრეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ჯერ კიდევ არ ახორციელებენ ციფრულ გადახდებს. Visa კი შესაძლებელს ხდის ციფრული გადახდების ხელმისაწვდომობას ფიზიკური ბარათებისა და ვირტუალური მონაცემების გამოყენებით. წელს, მობილური მოწყობილობით გადახდის ან თანხის მიღების ახალი გზები ხელმისაწვდომი იქნება ყველა სავაჭრო ობიექტისთვის, მათ შორის: