Visa საქართველოში მომხმარებლებს მობილური მოწყობილობის ერთი შეხებით Visa-ს უკონტაქტო ბარათის ციფრულ საფულეში დამატების შესაძლებლობას სთავაზობს.
Tap to Add Card-ის ციფრულ საფულეში გამარტივებული დამატება, კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით პროცესის სიმარტივესთან ერთად მომხმარებლისგან ინფორმაციის შეყვანის პროცესისას შეცდომების დაშვების ალბათობას ამცირებს, რა დროსაც თაღლითებისთვის ბარათის მონაცემებზე წვდომის ალბათობა მცირდება.
როგორც Visa-ს წარმომადგენლობა განმარტავს, Tap to Add Card-ის გამოყენებისას, გენერირდება უნიკალური, ერთჯერადი კოდი, რომელიც Visa-ს Chip Authenticate სერვისით მოწმდება, რაც ბარათის მონაცემების უსაფრთხო გადატანას უზრუნველყოფს.
“ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა ციფრულ საფულეში ბარათის დამატებისას, პირად მონაცემებს თანამედროვე მექანიზმებით იცავს. ჩვენ გვჯერა, რომ Tap to Add Card ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული საფულეების ფართოდ გამოყენებას, რადგან ის აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას და უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმატებით პასუხობს“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ruka_w_h-rkkbRA-300x169.jpeg)