Visa და MasterCard კლასობრივი სარჩელის მოსაგვარებლად $200 მლნ-მდე თანხას გადაიხდიან

მსოფლიოს უმსხვილესი გადახდის სისტემები Visa და MasterCard შეთანხმდნენ გადაიხადონ 197,5 მილიონი დოლარი კლასობრივი სარჩელის მოსაგვარებლად, რომელიც კომპანიებს ბანკომატებიდან თანხის განაღდებისთვის ხელოვნურად გაზრდილი საკომისიოს დაკავებაში ადანაშაულებდა.
ამ თანხიდან Visa 104,7 მილიონ დოლარს გასცემს, MasterCard – 92,8 მილიონ დოლარს.
კომპენსაცია ვრცელდება იმ ბარათის მფლობელებზე, რომლებმაც თანხები 2007 წლის შემდეგ გაანაღდეს.
სარჩელის თანახმად, Visa-სა და Mastercard-ის ბანკომატების ქსელის წესები აიძულებდა მათ გადაეხადათ ხელოვნურად მაღალი თანხები სერვისებზე წვდომისთვის.