[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა – NBA ხმაურიანად დაიწყო!

დღეს, 22 ოქტომბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2025/2026 წლების სეზონი გაიხსნა. მოქმედს ჩემპიონს, “ოკლაჰომა სითი თანდერს”, “ჰიუსტონ როკეტსთან” გამარჯვების მოსაპოვებლად ორი ოვერტაიმი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ ტეხასელთა რიგებში კევინ დურანტმა სადებიუტო მატჩი იმ გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მისი შესანიშნავი კარიერა დაიწყო. დურანტმა 47 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლიგის მოქმედი MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, კანადელმა უკანახაზელმა 47 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.
“ჰიუსტონიდან” ყველაზე შედეგიანი ალფერენ შენგუნი იყო, თურქმა 49 წუთში საკუთარ გუნდს 39 ქულა, 11 მოხსნა და 7 ასისტი შესძინა.
“ოკლაჰომა” მორიგ შეხვედრას 24 ოქტომბერს “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას, “კრიპტო არენაზე” “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “გოლდენ სტეიტს” უმასპინძლა და 109:119 დამარცხდა. ჯეი-ჯეი რედიკის გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ჯამში – 20. ასევე “ანგელოზებმა” საჯარიმო სროლა 11-ჯერ ააცილეს, რამაც, რა თქმა უნდა, დიდწილად მატჩის ბედი გადაწყვიტა.
შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, სლოვენიელმა უკანახაზელმა 41 წუთში 43 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.
“გოლდენ სტეიტს” ჯიმი ბატლერმა ულიდერა, გამოცდილმა კალათბურთელმა 35 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. სტეფ კარიმ ახალი სეზონი 23 ქულით 1 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გახსნა.
“ლეიკერსი” 25 ოქტომბერს “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდება, “გოლდენ სტეიტი” კი 24 ოქტომბერს “დენვერ ნაგეთსს” შეხვდება.
“სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ – დემიენ ლილარდი “პორტლენდში” დაბრუნდა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი – კარის გარეშე დარჩენილი “გოლდენ სტეიტი” რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით – “გოლდენ სტეიტმა” “ჰიუსტონ როკეტსი” დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძე კარისთან? – “გოლდენ სტეიტი” ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი “მემფისთან” – “გოლდენ სტეიტმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] “დენვერის” დაუჯერებელი ქამბექი – “ოკლაჰომამ” თითქმის მოგებული მატჩი წააგო
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – ფინეთი გერმანიას შეხვდება
“ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს” – ლუკა დონჩიჩი
მამუკელაშვილის 20 წუთი – “სან ანტონიო” “ჰიუსტონთან” დამარცხდა [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი – სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
კევინ დურანტი კარიერას “ჰიუსტონ როკეტსში” გააგრძელებს
ბითაძის შედეგიანი მატჩი – “ორლანდო” “ჰიუსტონთან” დამარცხდა [VIDEO]
ჩხუბი გუნდი-გუნდზე, გაძევებული 6 მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი – მსგავსს მხოლოდ NBA-ში ნახავთ [VIDEO]
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად – “ოკლაჰომა” NBA-ის ჩემპიონი გახდა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა – “ლეიკერსმა” კალიფორნიულ დერბიში “კლიპერსი” დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” პლეი-ოფს გამოეთიშა – “მინესოტა” კონფერენციის ფინალშია
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან – საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
“კლიპერსის” მორიგი გამარჯვება – ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ – “ოკლაჰომა” კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი – “სან ანტონიო სპურსმა” “გოლდენ სტეიტი” დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია – იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და “დენვერმა” “ოკლაჰომა” დაამარცხა
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
[VIDEO] ჰალიბარტონის და “ინდიანას” მორიგი სასწაული – “ოკლაჰომა” სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა