თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძემ (90კგ) ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი დამატებით დროში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ქართული დაპირისპირება გაიმართა, რომელმაც 20 წლის ლუკა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მან ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსი არტიომ ზოლოტუხინი დაამარცხა.