[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი – საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლიდერ საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.
დებიუტში ლორთქიფანიძის კარგი დრიბლინგის პარტნიორებმა დაგვირგვინება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველი ტაიმის დასასრულს ორი გოლი გაგვიტანეს: ჯერ ბუკიამ საჯარიმოში სმირლისი წააქცია და ციმასმა პენალტით ბერძნები დააწინაურა, მერე კი ბერუაშვილის კარი კალაგეროპულოსმა დალაშქრა.
მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა, შეტევებზე გადავიდა, ბასილაძემ გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სწრაფი კონტრიერიშისას ელადელებმა მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა კუციასის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 75-ე წუთზე სვანაძის შეგირდებმა ანგარიშის შემცირების ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს – შეცვლაზე შესულმა წულუკიძემ პენალტი მოიპოვა, თავად დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მასპინძლებმა მორიგი სტანდარტულიდან გაგვიტანეს, როდესაც საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს კერამიცისმა თავურით ბერუაშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ბერძნებს უფრო დიდი სხვაობით მოგება შეეძლოთ, მაგრამ კალოსკამისის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლაცაბიძემ და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
საქართველოს ნაკრები 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, თბილისში გერმანიასთან გამართავს.
საბერძნეთი – საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ციმასი (44, პენ), 2:0 კალაგეროპულოსი (45+1), 3:0 კერამიცისი (79)
გამოუყენებელი პენალტი: წულუკიძე (75)
საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი, ბუკია, ლაცაბიძე (გიუნაშვილი 83), გვასალია (წულუკიძე 72), ლორთქიფანიძე (ქარსელაძე 72), დადიანი, ჯაფარიძე, ბასილაძე, ტაბატაძე (პარკაძე 58), გოცირიძე (დეისაძე 46)
· ვულოცავ სვანაძეს ნაკრების ბრწყინვალე თამაშს სად ხართ, ვინც სანიოლის შეცვლას სვანაძეთი ითხოვდით? სანიოლზე მშიშარა სვანაძეა. ორივე ერთმანეთზე უარესია. ტაქტიკა 0, სტრატეგია 0, შედეგი 0!
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო – პირველი ვარჯიში ათენში
U21 – ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში – საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა
“შეტევაში გვიჭირს, ძალიან – რესურსებში შეზღუდული ვართ” – სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა