ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა – 1:1.
ჩვენმა გუნდი თავიდანვე გადავიდა იერიშებზე, ეგოიანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი სიგუამ გაიტანა. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა, თამაში სანახაობრივი არ იყო და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების მერე მეტოქემ შემოგვიტია, მომენტები შექმნა და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა დაიბრუნა, ჩრდილოირლანდიელთა ნახევარზე აიწია, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
უნდა ითქვას, ჩვენი ფეხბურთელებისგან მეტს ველოდით, მაგრამ იმედია, მომავალ შეხვედრებს უკეთ ჩაატარებენ.
სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს გასვლაზე ლატვიასთან გამართავს.
F ჯგუფში დღეს კიდევ ორი შეხვედრაა – მალტა საბერძნეთს, გერმანია კი ლატვიას მასპინძლობს.
საქართველო – ჩრდ. ირლანდია 1:1
გოლები: 1:0 სიგუა (7), 1:1 ორი (66)
საქართველო: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ბუკია (ქარსელაძე 74), ლორთქიფანიძე (გეგიაძე 74), ეგოიანი, სიგუა (გოცირიძე 90+2), წულუკიძე (დადიანი 74), ტაბატაძე (ბასილაძე 55), დეისაძე
· . დაწყება მშვენიერი იყო.თამაშზე სრული კონტროლი გვქონდა,გადმოვარდნილ ბურთბსაც მუდმივათ ვიგებდით და ორთაბრძოლებსაც.გატანილი გოლის შემდეგ,გამწვავებას თავი გავანებეთ,მხოლოდ ბურთის კონტროლი გვინდოდა და თანდათან ისიც დავკარგეთ.თამაშის ძაფი დავკარგეთ და ვეღარც ვიპოვეთ.სულ ბოლოს,თითქოს ისევ ვცადეთ შეტევის გამწვავება და გოლის გატანა,მაგრამ ეს უკვე ის თამაში აღარ იყო.ორთაბრძოლებში უპირატესობა უკვე დაკარგული გვქონდა,განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე ბრძოლაში და უფრო წაგებას გადავურჩით,ვიდრე გამარჯვება დავკარგეთ.ჯერჯერობით ამ ნაკრებს ის მებრძოლი ხასიათი არ აღმოაჩნდა,რაც მის წინამორბედს ჰქონდა,თუმცა არც იმ ნაკრებს დაუწყია ფრენა ფრენით თამაში,თავიდანვე.ასეთად,თანდათანობით ჩამოყალიბდა.10 თამაში უნდა ვითამაშოთ და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება,მაგრამ ამისათვის გაცილებით აგრესიული და შედეგიანი თამაში გვჭირდება.
· მამუკა ბათუმი მოდით რეალურად შევხედოთ ყველაფერს. ჯერ ერთი რომ გუნდი ფაქტობრივად ახალი გვყავს (ნახევარი მაინც), ეს იყო პირველი ოფიციალური თამაში, სინამდვილეში ჩვენ მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და თუ საუკეთესო მეორეობას გამოვკარით ხელი მთლად უკეთესი. ამისათვის საჭიროა არ წავაგოთ გასვლა საბერძნეთთან და ცხადია ჩრდ. ირლანდიასთანაც. სახლში ბერძნებთან უნდა მოვიგოთ. გერმანიასთან თამაშის მოგება ალბათ რთული იქნება, მაგათთან რაღაც სასწაული დისწიპლინითა და მონდომებით უნდა ვითამაშოთ, იქნებ ფრე გავახეხოთ და ზედ ბერძნებსაც თუ მოვუგებთ სახლში, (რეალური შანსია სწორი ტაქტიკით, დისწიპლინით და ფორმაში ყოფნით) ამ შემთხვევაში მყარად ვიქნებით მეორე ადგილოსანი, პლეი ოფში კი ნამდვილად გვექნება შანსი უკეთესი შეთამაშებით და ფორმაში ყოფნით! ასე რომ ხარვეზების დანახვის და გამოსწორების დროა და ყველაფერი გამოვა, მითუმეტეს ბალტიისპირელები და მალტელები ჩვენზე გაცილებით დაბალი დონის გუნდებია, მათთან მომდევნო ორი თამაშის მოგება რეალურია და ცრილში 7 ქულით წაუგებლები ვიქნებით რაც მორალურ თავდაჯერებას მოგვცემს ბერძნებთან გასვლაზე (მეოთხე თამაში მათთან გვაქვს)არწაგებისთვის. მე მჯერა ამ ახალგაზრდების, კვლავ გაგვახარებენ და ითამაშებენ ევრო 2027 ზე. წარმატებები!
· azri ახალი სახეები ვნახეთ, მომეწონა ნარიმანიძე ცენტრალური მცველი 2005 იანია საიმედო იყო და ერთი მაგარი გოლი გადაგვარჩინა. ლაცაბიძემ შეცდომები დაუშვა. ხარებაშვილს ჯერ ჭირდება განვითარება, თუ მოუმატა მაღალი კლასის ფეხბურთელი გამოვა. სიგუა და ეგოიანს მეტი მოეთხოვებოდა მაგრამ დიდი ვერაფერი ქნეს. მაღალი ცენტრალური თავდასხმელიც ვნახეთ, მერე გამოჩნდება რისი გაკეთება შეუძლია. ყველაზე ძალიან ცენტრალური მცველი ნარიმანიძე მომეწონა. შეტევაში შემოქმდებითი ფეხბურთელების ნაკლებობა იგრძნობა წინა თაობასთან შედარებით. ლორთქიფანიძეს თამაში ძალიან მაინტერესებდა და რავიცი დიდი ვერაფერი ქნა, ვნახოთ მერე რა გამოვა, ფაქტია რომ ეს თაობა წინა თაობას ჩამოუვარდება.
· ალფა აშკარად ცოტა ინდივიდუალისტები სჭირდება ამ ნაკრებს, დაუძახონ სამუშიას. კარში მაქაცარია არ ჩანს დამაჯერებელი, სცადონ მურსიას მეკარე.
· ქუთაისელი ე სვანაძის მწვრთნელობა არ გეშვას არსად. ამ მკვდრებს რომ ვერ უგებ ბიძი და ანგარიშის შენარჩუნებაზე ათამაშებ გუნდს მე 7 წუთიდან მწვრთნელი გქვია შეეენ? ამგენის ხნის ბოვშები 90 წუთს დაფრინავენ ძირითად ნაკრებში და ეგენი ვინ არიან? სინდისი არ გაწუხებენ ბიძიკო? რომ გადაგიცვიენ მა ეროვნული ნაკრების მაისური თავზე და კაპიკის საღირალი არ გაგიკეთებიენ არაფერი მინდორზე რაფერაა მა საქმე? სირცხვილია მაი..
· Ijjk 1-0 ზე რო გამოგყავს გუნდი მეორეში და უაზროდ აგორავებიებ მეტის ღირსი ხარ სვანაძე, მაგარი უინტელექტო მწვრთნელი ხარ ადრეც დამიწერია ეხლაც დავწერ.
ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ – შემადგნელობა და მატჩების განრიგი
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
ცუდი ამბავი – საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველო – ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში – ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი – ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
