[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში – საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ლატვიას დაუზავდა – 1:1.
თითქმის ცარიელ 2 300-იან სტადიონზე თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო, სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ და მთელი პირველი ტაიმი ისე გაილია, საინტერესო ვერაფერი ვერ ვიხილეთ. მასპინძლებმა დაინახეს რა მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, შემოგვიტიეს და დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა მალე ბუკიამ ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა ინიციატივა დაიბრუნა, მეტოქის ნახევარზე აიწია, რასაც სამწუხაროდ შედეგი არ მოჰყვა და საქართველოს ნაკრები ისევ ფრეს დასჯერდა.
მომდევნო მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც ჯგუფში 2 ქულით მეოთხე ადგილზეა, 14 ოქტომბერს ტა’ქალში მალტასთან ჩაატარებს.
ლატვია – საქართველო 1:1
გოლები: 1:0 პატიკა (59), 1:1 ბუკია (62)
საქართველო: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ბუკია, ლორთქიფანიძე (პარკაძე 59), ეგოიანი, დადიანი, წულუკიძე (ოდიკაძე 80), ბასილაძე (ტაბატაძე 46), გოცირიძე (დეისაძე 59)
· Givi ძალიან დაბალ ტემპში თამაშობს გუნდი და კარგი ცენტრფორვადის ნაკლებობაა, ეს პრობლემა წინა 21 აც ქონდა და კვერნაძეს ათამაშებდნენ იძულებით, საგულისხმო ფაქტია რომ ბომბარდირები არ იზრდებიან რატომღაც ჩვენს აკადემიებში, კიდევ კარგი ჟორჟი გამოჩნდა თორემ დიდ ნაკრებსაც სერიოზული პრობლემა ექნებოდა.
· გოგა ამათ იმედზეა ქართული ფეხბურთის მომავალი? რო იკითხო აკადემიებით არის სავსე საქართველო მარსიდან და იუპიტერიდან ჩამოგვყავს სპეციალისტებიო და ნეტავ ეს აკადემიები თავისი უცხოპლანეტელი სპეციალისტებით ამას ასწავლიან ბავშვებს რაც ამ ნაკრების შესრულებით უკვე მეორე თამაშია თვალს ვადევნებთ
· ამატაკი სამწუხაროდ, ასეთი სუსტი 21 წლამდელები კარგა ხანია არ გვყოლია.
· givi და რა გახდა ეს სვანაძე? ერთხელ ყარაულის თოფივით გაისროლა ნაკრებმა, ისისც იქ მყოფი ვარსკვლავების ხარჯზე და ამის მერე, მწვრთნელმა ხელი ვერ დაატყო გუნდს. ვერ გაიგებდი, 21 წლამდე ბიჭები თამაშობდნე თუ ვეტერანები დაღოღავდნენ!
· აზრი თამაშით გვაჯობა ლატვიამ ფაქტია, მომენტებიც ჩვენზე მეტი ჰქონდათ და უფრო გააზრებულად თამაშობდნენ. ამ ნაკრებში დაცვის ხაზი ასე თუ ისე ნორმალურია, საყრდენებზე რა ვთქვა ლორთქიფანიძე იტალიის სერია ა გუნდის სათადარიგოა და მოედნის ცენტრში აშკარად დაჯაბნეს დღეს და სათამაშო პრაქტიკა არც აქვს და არც არის გასაკვირი. ეგოიანი დაცვით ფუნქციების არა უშავდა კარგად იმუშავა აი წინ ვერაფერი გააკეთა და მეტი მოეთხოვება. შემტევებიდან წულუკიძე არის გამოსაყოფი, თუ მოუმატებს საინტერესო ფეხბურთლია. სხვებზე არც ღირს ლაპარაკი, 9 ნომერი რომ გამოიყვანეს რა მიზნით გამოვიდა ვერ გავიგე, პარკაძე ერთ დროს იმედისმომცემი ფეხბურთელი დიდი ვერაფერი, მარტო კუთხური რომ მოიპოვა საიდანაც გოლი გავიდა ის არის მისი აქტივი. ბუკიამ კარგად იმუშავა გოლის გარდა დაცვაშიც პროდუქტიული იყო. ხარებაშვილს აქვს მომატების რესურსი. ამ ნაკრებს ამ შესარჩევი შანსი ძალიან მინიმალური და იმედია უფრო მეტ ფეხბურთელს გამოცდის სვანაძე და მოიყვანს ახალ სახეებს. კომენტატორებს უფრო მეტი ობიექტურობა მოეთხოვება დღეს ქულა მოვიპოვეთ და არა ორი ქულა დავაკრგეთ, რადგან ლატვია თამაშის დიდი ნაწილი ჩვენზე კარგები იყვნენ.
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
[VIDEO] U21. უკეთესის სურვილით – საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა