[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 0:4 დამარცხდა.
მატჩის სტარტზე ნაზინიოსთან უხეშობისათვის მსაჯმა ოდიშარია გააძევა და ჩვენი გუნდი, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და აზაროვის შორიდან დარტყმული ბურთი სოარესმა ძლივს მოიგერია. მეტოქემ კი ხარატიშვილის შეცდომის შედეგად დაწინაურება მოახერხა. პორტუგალია უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა, ზეწოლა გააძლიერა, ბერნარდუს ხარატიშვილმა არ გაატანინა, კენდამ მიზანს ვერ უწია. ქართველმა ფეხბურთელებმა იერიშებით უპასუხეს, აქტიური კვერნაძის დარტყმული ბურთი სოარესმა მოიგერია, ლომინაძის დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებში დაღლილობამ იჩინა თავი, კიდევ სამი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
პარალელურ მატჩში საფრანგეთმა პოლონეთს 4:1 მოუგო.
სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ დიდხანს გაგვახსენდება საფრანგეთთან შეხვედრის ფინიში, რომლის მოგებასთან და ჯგუფიდან გასვლასთან ახლოს ვიყავით.
საქართველო – პორტუგალია 0:4
გოლები: 0:1 პინეირუ (24), 0:2 კენდა (62), 0:3 გომეში (87), 0:4 არაუჟუ (90+5, პენ)
გაძევება: ოდიშარია (3, საქართველო)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მამაცაშვილი 67), ხვადაგიანი, იაკობიძე, მაისურაძე, ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 67), ო. მამაგეიშვილი (მორჩილაძე 85), აბუაშვილი (ბედოშვილი 52), ოდიშარია, კვერნაძე
· სვანაძე კარგია, პოლონეთს ვაჯობეთ და მხოლოდ 4 გოლი გაგვიტანეს:)))) პროგრესი სახეზეა
· Levani ეს ჩემპიონატი “გამაზა” საფრანგეთთან 2-1ზე თავზე ხელების მოკიდებას და ვერ დაჯერებაც სად იყვნენ. წარმატებამ თავბრუ დაახვია ბიჭებსაც და სვანაძესაც 5წუთით და 2-3ზე გამოფხიზლდნენ. 2-1 იგებ,მეოთხედფინალში ხარ. 6-7 წუთი რჩება. ატეხე კინკლაობა,გაწელე ამაში დრო. მიიღე 10 გაფრთხილება და 5 წითელი-ბოლო თამაში მაინც სულ ერთია. ამის მოფიქრება ვერ მოასწრეს იმ წუთებში- ეს იყო და ეს.
· ფეოლა ბიჭო დაანებეთ თავი ამ ლომებს და სახელს ნუ უტეხავთ ნადირთა მეფეს, თორემ დღეს ერთმა ლომმა რა ქნა ტატამზე, ქე ვნახეთ! ქვე შენი ჭირიმეეეე!!
· ხარაზიშვილი წომაგს მართალია,მაგრა ვთამაწობ დამკას და დიდი მომავალი მაქვს. დამკა რა-წაწი.
· ოქსფორდიდან ოდიშარიამ ვერ მისცა მხარი–მხარს ეროვნული ნაკრებს დააღალატიან ყველა,სადაა საქმის სიყვარული,იგივე დაემართა რაც მოსდით ყავლაშვილს,ს,პაპუაშვილს,წულუკიძის თამადობით,უკან ხევრნ ქვეყანას,თავიანთი ლაქლაქი,ახარებრნ ქართველთ მტრებს ქვეყნის დაკნინებით,ქართ ელ ხალხს სიღარიბისკენ ,მონობისკენ ,სხვათა მიერ,ექაჩებიან კვლავ როგორც უწინ….
· !!! ჩემი მოკრძალებული აზრით ცოტა მკაცრი მწვრთნელია საჭირო, დისციპლინა გვაქვს 0!
· !! სვანაძე დაბალი კლასის მწვრთნელი .მეკარე კატასროფა..ვინმე კვერნაძე უსუსური..შედეგიც სახეზეა.გამობუნძულება
· მოგვაცილეთ სურიკ 222 მოგვაცილეთ სურიკა, იგივე “ხიშტი” (-)!
· 100% ფრანგებთან სანამ არ გაატაინეს არ დაამთავრა, აქ სასწრაფოდ გააფუჭა თამაში, ეს პატარა ქვეყანა არ გავიდეს მეოთხედფინალშიო . გაშავებული პორტუგალია და ……
· შვანგიროვი მთელი საქართველო როცა ელოდება ამ დღეს და მესამე წუთზე ასე უაზროდ ადგებინებ თავს…
· ტუკო რამირესი კარგი ბიჭები გვყავს, მაგრამ დისციპლინა ნულია. არცერთ ნაკრებში არ ეჩხუბებიან ასე და ამდენს ერთმანეთს. თამაშის მხრივაც უამრავი წუნია, რისი გამოსწორებაც, პრინციპში, შესაძლებელია. ეხლა კი დიდებმა უნდა იყარონ ჯავრი.
· წომაგი აზაროვი და ხარაზიშვილი, დანარჩენები დიდი იმედგაცრუება,ცუდი საფეხბურთო ინტელექტით და ტექნიკით.
· გიორგი რა საინტერესოა რომ როდესაც რომელიმე ქართული კლუბი ან სულაც ნაკრები ორი ან თუნდაც სამი ბურთის სხვაობით იმარჯვებს, მაშინვე იწერება სათაურშივე რომ “მეტოქე გუნდი გაანადგურეს”. სამაგიეროდ როდესაც პირიქით ხდება, ჩვენ მხოლოდ “ვმარცხდებით” ხოლმე?!
· გრიᲨო მადლობა ბიᲭებო, ყოᲩაᲦ! უსამარᲗლოდ დაგამარცხეს ამ Ჩემპიონატზე, მაგრამ Თქვენი Თაობა მსოფლიოს Ჩემპიონატს მოიგებს! ვისაც გვჯერა გაგვატარეᲗ. ბადლობა ლომებო!
აბუაშვილი: მზად ვართ – ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები