17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 1:5 დამარცხდა.
სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს, ავდოევმა (მცველისგან რიკოშეტით) ანგარიში შეამცირა, შესვენებაზე გასვლის წინ კი ისლანდიელებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევებისას ორი გოლი გაუშვა და უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე სამი გუნდი გადის. 27 ოქტომბერს ერთმანეთს საბერძნეთი და ისლანდია შეხვდებიან, ხოლო 30 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
საქართველო – ისლანდია 1:5
საქართველო: ჭელიძე, შარიქაძე (კილაძე 75), ცქვიტაია, გეთიაშვილი, გოგიჩაიშვილი (ფოცხვერია 69), ავდოევი, შარვაშიძე, ფილაური (კვარაცხელია 46), კუნჭულია (გორგაძე 58), მიქაუტაძე, ბართიშვილი (სვანაძე 75)
გოლები: 0:1 გუდიონსონი (4), 0:2 ჰალმასონი (30),1:2 ავდოევი (38), 1:3 ინგოლფსონი (44), 1:4 გარდარსონი (71), 1:5 გუდიონსონი (85)
· Tedo რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამთავსლაფდასხმაზე ? კითხვა მაქვს ,ამ ნაკრების მწვრთნელადწოდებული ვინ არის თუ იცით დაწერეთ .
· მდაა გამოაქვეყნეთ კომენტარები, ნუ ხართ ფედერაციის ბიურო.
· L.J. Sandro ras iyvis magram mainteresebs,aseti angarishi??tan sakutar moedanze???
· Napoleoni ნიᲭიერს და უფულოს ვინ გააᲭაᲭანებს . . .პირველ რიგᲨი მამიკოების Შვილები მერე დედიკოების Შვილები და დედიკოების საყვარლების Შვილები აუცილებლად რაᲗქმაუნდა. . .უბრალოდ დააბირᲟავეᲗ აკადემიაბᲗან ვარჯიᲨების დროს და ნახავᲗ 100 000 იანზე ნაკლები მანქანიᲗ არავინ არაა. აბსოლუტურ უმრავლეაობას მᲫᲦოლები ემსახურებიან. . ვიმეორებ აბსოლუტურ უმრავლეაობას. . .პირადი მცველებიც კი. . .ფეხბურᲗი არა Შიპლიპიტო. . .
· ჰო კიდე დააწერეთ “განადგურდნენ”, “გაირღვნენ”, როგორც იცით ხოლმე საპირისპირო რეზულტატის შემთხვევებში. ესაა მთლიანად ფედერაციის პასუხისმგებლობა. საგუნდო ფეხბურთი დაიძირა, ახლა სანაკრებოების ჯერია.
· ეს კატასტროფაა მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს! მოიცილეთ ეს ძმაკაცობით დანიშნული ტრენერები, ჩამოიყვანეთ ბავშვთა სკოლებში შესაბამისი კვალიფიციური ესპანელი სპეციალისტები. გაუშვით აქედან ტრენერები ხარისხიან სტაჟირებებზე. სწორედ განკარგეთ ფინანსები, თორე საგანგაშო ვითარებაა.
· გოგა ეგა არა ფეხბურთის განვითარება? მამიკო დედიკოს ბიჭებით გავსეს გუნდები და კი არის შედეგიც, ისლანდიასთან კი არა პორტუგალიასთან და ესპანეთან არ უნდა ვაგებდეთ ასე სამარცხვინოდ
· თბილისელი ალბათ არ გამოაქვეყნებთ ჩემს კომენტარს,მაგრამ მაინც ვეცდები. ისლანდიამ 20იოდე წლის წინ მრავალი ახალგაზრდა მწვრთნელი გააგზავნა ევროპის წამყვან ფეხბურთის მწვრთნელთა სკოლებში, შეიქმნა საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. შედეგად ჯერ იყო და მოზრდილთა ნაკრების დონემ მოიმატა,ეხლა ეტყობა რომ ახალგაზრდებსაც მოუწია დრომ.ჩვენ რას ველით? ყველა ფიფიას გონებაზე არის გადართული ( თუმცა მაგის აღზრდილები არიან ძირითადად ნაკრებში). 500 თუ 600 მილიონი ( საბიუჯეტო ე.ი. ჩვენი ჯიბიდან გადახდილი) დაიხარჯა სად და რისთვის გაუგებარია. ფედერაცია გადაიქცა პარტიულ ქვეგანაყოფად,რომელიც ყველა არჩევნების წინ მართავს პენსიონერი ფეხბურთელების წინასაარჩევნო შეხვედრებს. განათლება ყველა დონეზე ნული,პროფესიონალიზმი ნული. ამ ჩაბნელებულ ქვეყანაში საიდან უნდა მოხდეს ბრილიანტი ფეხბურთელების აღზრდა?
· L.J. Ra sashineli angarishia :((( yan islandiastan
· ლაშა ეგ იმის ბრალია, ნიჭიერი ბავშვები რო ვერ ახერხებენ ფეხბურთელობას და ფულიანი მამიკოს შვილებით რო გაივსო გუნდები და ნაკრებები!
· ლადო დამარცხდნენ კი არა გაირღვნენ! ასეთი მარცხის შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი გადაგებოდა! მაგრამ უთავმოყვარეოებით გაივსო ჩვენი ფეხბურთი!
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | მალტა V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში “სენტენარიზე”
“შეტევაში გვიჭირს, ძალიან – რესურსებში შეზღუდული ვართ” – სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა – თურქეთი [VIDEO]
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
