[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად – “ოკლაჰომა” NBA-ის ჩემპიონი გახდა

NBA-ის სუპერფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩში “ოკლაჰომა სითი თანდერმა” “ინდიანა პეისერსი” 103:91 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. “ოკლაჰომამ” პირველი ჩემპიონობა 1979 წელს მოახერხა, მაშინ გუნდს “სიეტლ სუპერსონიქსი” ერქვა.
მატჩის მიმდინარეობისას ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, “ინდიანას” ლიდერმა და 2024-2025 წლების პლეი-ოფის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ტაირეს ჰალიბარტონმა მყესი გაიწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰალიბარტონი შეხვედრას შესანიშნავად იწყებდა, მის ანგარიშზე 7 წუთში 9 ქულა იყო და პერიმეტრიდან ნატყორცნი 4 ბურთიდან 3 ზუსტი იყო.
გადამწყვეტ მატჩში “ოკლაჰომას”, რა თქმა უნდა, წლევანდელი სეზონის რეგულარულის MVP-მ შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, მან 40 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი მიითვალა.
“პეისერსიდან” ბენედიქტ მატურინმა 33 წუთში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
არავის გაკვირვებია, რომ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე შაი გახდა, კანადელი უკანახაზელი “ინდიანასთან” საშუალოდ 30.3 ქულას, 4.6 მოხსნას და 5.6 შედეგიან პასს აგროვებდა.
NBA-ის 2025/2026 წლების სეზონი 21 ოქტომბერს დაიწყება.
კევინ დურანტი კარიერას “ჰიუსტონ როკეტსში” გააგრძელებს
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში – “ოკლაჰომამ” “ინდიანა” დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ბითაძის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან
[VIDEO] “დენვერის” დაუჯერებელი ქამბექი – “ოკლაჰომამ” თითქმის მოგებული მატჩი წააგო
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში – “ოკლაჰომამ” “ინდიანა” დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] “ინდიანას” საოცარი ქამბექი – “პეისერსმა” სტუმრად “ნიუ იორკ ნიქსი” დაამარცხა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
[VIDEO] “ინდიანა პეისერსმა” “ნიუ იორკ ნიქსი” დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ – “ოკლაჰომა” კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] ჰალიბარტონის და “ინდიანას” მორიგი სასწაული – “ოკლაჰომა” სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
მარცხის გარეშე – “მილუოკი ბაქსი” NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია – იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და “დენვერმა” “ოკლაჰომა” დაამარცხა