ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბაიერი“ 7:2 დაამარცხა.
სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და პაჩომ თავურით დააწინაურა. კვარაცხელიამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შემდეგ საჯარიმოში ეჩევერისთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ზაბარნის მოხვდა, მსაჯმა ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დანიშნა, მაგრამ გრიმალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე შანსი პარიზელებს მიეცათ, როდესაც მეილიუს დარტყმული ბურთი მოხვდა ძელს. 33-ე წუთზე კი დუეს ანდრიხმა თავში იდაყვი ჩაარტყა, გააძევეს და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა, მათი კაცნაკლულობა დიდხანს არ გაგრძელდა, ვინაიდან საჯარიმოში ზაბარნიმ პოკუ წააქცია, მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია და თერთმეტმეტრინით ალეიშ გარსიამ თანაფარდობა აღადგინა. პარიზელებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა – ხვიჩას გადაწოდებულ ბურთს დუემ ფლეკენის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში „კვარამ“ თავად დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ამითაც არ დაკმაყოფილდა „პარი სენ ჟერმენი“ და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში დუემ დუბლი შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ მარცხენა ფლანგზე ქართველის გადანაცვლება სასარგებლო აღმოჩნდა და შედეგიც გამოიღო.
შესვენების შემდეგ მენდეშმა მეხუთედ დაამწუხრა ლევერკუზენელები“, მერე ალეიშ გარსიამ ანგარიში შეამცირა. 63-ე წუთზე კვარაცხელია დემბელემ შეცვალა, რომელსაც ტრავმის გამო 45 დღე მოუწია უქმობა და მან მოედანზე შესვლიდან 3 წუთში გაიტანა, ხოლო საბოლოო შედეგი ვიტინიამ დააფიქსირა.
პარიზულმა გუნდმა სამივე მატჩი მოიგო, „ინტერთან“ და „არსენალთან“ ერთად ლიდერია და ტურნირზე მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს სახლში „ბაიერნთან“ გამართავს.
ბაიერი – პსჟ 2:7
გოლები: 0:1 პაჩო (7), 1:1 ალეიშ გარსია (38, პენ), 1:2 დუე (41), 1:3 კვარაცხელია (44), 1:4 დუე (45+3), 1:5 მენდეში (50), 2:5 ალეიშ გარსია (54), 2:6 დემბელე (66), 2:7 ვიტინია (90)
გამოუყენებელი პენალტი: გრიმალდო (25, ბაიერი)
გაძევება: ანდრიხი (32, ბაიერი), ზაბარნი (37, პსჟ)
