ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ლოლუამ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, ფინალამდე ჩინელი ხუოინ ში, რუმინელი დენის ფლორინ მიხაი და თურქი მუხამედ ჩაქირი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ახმად ბალუტაკს 9:7 სძლია.
გელა ბოლქვაძე (82 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა – უკრაინელ რუსლან აბდიევს, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ადლეტ ტიულიბაევს, იაპონელ ტაიზო იოშიდას აჯობა, ფინალი კი ირანელ ჯავად ფაროხისენჯანთან 0:4 წააგო.
ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ამირან შავაძე (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) იჭიდავებენ და ტურნირზე გამოსვლას ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) დაიწყებენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა – ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზოიძემ ვერცხლის, მელიამ კი – ბრინჯაოსი [VIDEO]
ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა – ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს “ბერძნულ-რომაული” ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
