[VIDEO] 0:4 ქუთაისში – ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 0:4 დამარცხდა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 0:5 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.
ამით დასრულდა ევროტურნირებზე ქართული კლუბების მორიგი წარუმატებელი თავგადასავალი.
ნიქოზიაში 0:1 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერია, იქით შეუტია, მაგრამ კონტრიერიშებზე ოთხი გოლი გაუშვა და ობიექტურად უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
დუბლები 35 წლის სტევან იოვეტიჩმა და ვილი სემედომ შეასრულეს. მონტენეგროელმა „ტორპედოს“ კარი პირველ შეხვედრაშიც დალაშქრა.
ტორპედო – ომონია 0:4
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (30), 0:2 სემედო (47), 0:3 იოვეტიჩი (63), 0:4 სემედო (78)
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი (ბასილაძე 85), ჟორჟინიო (ნადარაია 75), მანე, სიმიჩი, ბიძინაშვილი (შერიფი 75), მამუჩაშვილი, ითრაქი (ანდრიჩი 59), პირესი, ღუდუშაური (კოხრეიძე 59), იონსენი
· ელიასი იასნია, დიფ-სთეითი ცოცხალი თავით არ გვიშვებს აგვისტოში. იციან, მანდ თუ გავაღწიეთ, მერე ჩვენი შემჩერებელი ამ ქვეყანაზე უკვე ვეღარავინ იქნება. ჰოდა, ამ საძაგელი ვერაგობის წამალი ერთია – “ტვ ნადეჟდამ” გამოაცხადოს მატჩების შედეგები, ჩვენ კი უყოყმანოდ დავუჯეროთ, რაც ტრადიციულად მშვენივრად გამოგვდის. მაშ, გაუმარჯოს ლენინს, სტალინს, კიმ ჩენ ირს, ლილიპუტინს, მარგო სიმონიანს, ორბანს, გალუსტ-აშვილს, კობიაშვილსაც და, რა თქმა უნდა, კალიაძეს და მის მილანელ პარიკმახერს!
· დათო უკვე ნორმა გახდა, აღარც ვბრაზდებით და აღარც გვტკივა…
· ჩემ ახალგაზრდობისას, 60-70 წლები, ქუჩაში ბავშვები ბევრად უკეთესად თამაშობდე
· ირაკლი აუ რა მწარედ აზიან ფეხბურთის ფედერაციის წურბელები ბიუჯეტის თანხებს. ყველა სარგებლობს, კანონის მიმღებით დაწყებული ვაი ფეხბურთელით დამთავრებული. ტოტალიზატორის ეროვნული ჩემპიონატი და ბიუჯეტის მხერხავ ლიგა უნდა ერქვას. მანკიერი მაფიაა წლებია და ამათ რა გადააშენებს წარმოდგენა არ მაქვს. როგორც მექსიკაში ნარკო კარტელები არ გაქრება ვერც ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს ეშველება სამწუხაროდ.
· იო ამარზენი თამაში აჩვენეს.საერთოდ რა სტილის ათამაშებს მწვრთნელი ვერ გაიგებ.სტადიონზე მოსულ ქომაგისთვის მაინც ეცათ პატივი და ფეხბურთელებს გაენძრიათ ერთი ადგილი.ყველა აქსპექტში გვაჯობეს.იბრძოლეს ომონიის ფეხბურთელებმა და კიდევაც დადეს შედეგი.
· გიგა შეგირცხვეთ ეგ თავები ყველას! თამაში გეზარებათ? რა შანსებს უშვებთ?! სტადიონზე მისული ქომაგებისთვის მაინც გეცათ პატივი, მაგრამ არა რა? ისევ ძველი სენი იჩენს თავს…
· 912 სუნი დადგა დალუქეთ ლიგა
· ჯინი ივლისის თვესაც ვერ გავცდით!
· Roma მომავალში 3 გუნდით ვიქნებით ეს უკვე ზუსტი ინფორმაციაა. მგონი მალე სან მარინოც გაგვასწრებს. ტფუი
· S.K.K. რაში იხარჯება ფული??? ნახირი!!!
· კიო პრაფესორას მოკითხვა!ბეგიონერები არსად დაგეკარგოს პატივცემულო!სამწუხაროა რო უწმაწურო კომენტარები იბლოკება!
· riki თან ამდენი ხალხი მიიყვანეს სტადიონზი როდესაც ყველამ ვიდოცით რომ განწირულები იყვნენ…
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა – “ომონია” კარგად შევისწავლეთ
ვოლკოვის და პაპუნაშვილის “ზირამ” “ომონიას” მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
“ტორპედოს” მძლეველმა “ომონიამ” ვოლკოვის “ზირა” გაანადგურა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში – “ტორპედომ” შანსი შეინარჩუნა
“ტორპედო” “ომონიასთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]
“ორდაბასის” მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ – უფალმა “ტორპედოს” შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
სენსაცია და დრამა – რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?