[VIDEO] 0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა.
მატჩი ლონდონურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი მომენტიც შექმნა, მაგრამ პალმერმა ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა. აქედან მოყოლებული უპირატესობას პსჟ დაეუფლა, დუეს მიეცა შანსი, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და კუკურელიამ დაძაბულობა განმუხტა. შემდეგ დუეს გატანა მეკარე სანჩესმა არ დაანება. მერე რვაწუთიან ინტერვალში პალმერმა დუბლი შეასრულა და „ჩელსი“ 2:0 გავიდა წინ. მარესკას შეგირდები უფრო მწვავედ მოქმედებდნენ, სწრაფი კოტრიერიშებისას წელავდნენ პარიზელთა დაცვას, უფრო სახიფათონი იყვნენ და პედროს მესამე გოლიც ლოგიკური გახლდათ, რომელსაც პასი პალმერმა გაუკეთა. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა, გიუსტომ მასთან ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გიუსტოს ჩალობა კარგად აზღვევდა, ხოლო დემბელე საერთოდ გამოთიშული იყო თამაშიდან.
მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენმა“ ერთი პერიოდი ზეწოლა გააძლიერა: ხვიჩა გიუსტოს გაექცა, მისი დარტყმული ბურთი სანჩესმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი პარიზელთაგან არავინ აღმოჩნდა. ცოტა ხანში დემბელეს სამიოდ მეტრიდან მეკარემ არ გაატანინა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 58-ე წუთზე „კვარა“ ბარკოლათი შეცვალა. ლონდონელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დელაპს ორჯერ დონარუმამ აჯობა. პსჟ-ს ფეხბურთელებს ნერვიულობა დაეტყოთ, ხშირი გახდა შეხლა-შემოხლა, 85-ე წუთზე ნევეშმა კუკურელიას თმაზე მოქაჩა და მსაჯმა გააძევა. ეგ იყო და ეგ.
ერთი სიტყვით, ამ კონკრეტულ შეხვედრაში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და გუშინ “ჩელსის” ფეხბურთელების გაკეთებული თამამი განცხადებები გამართლდა.
ჩელსი – პსჟ 3:0
გაძევება: ნევეში (84, პსჟ)
· L.J. Erti tamashit gadauxaze mteli sezoni???? logika :))))
· კუკურელია მეგრელმა მაინც მოიგო
· ეგრე სადაა კიდევ მეტი უნდა წაეგოთ ინტერის და რეალის ჯავრით
· დავით67 ეხლა დაიწყება ტოტალიზატორზე ითამაშესო და ეგეთები. მე არ გამკვირვებია პსჟ-ს მარცხი, რადგან ყველა თამაშს ვერ მოიგებ. გუნდი გადაღლილია. დასვენება სჭირდება.
· Pepelu ამერიკას ფეხბურთი არ უხდება!! როგორც ზეთი და წყალი არ შეირევა ერთმანეთში, ისე არის ამერიკა და “სოკერი”!
· 100% თუ ტოტალიზატორი არაფერ შუაში არ არის, მაშინ მარესკასთან შედარებით, ლუის ენრიკე, არარაობა ყოფილა ,,პსჟ,, იყო წაკითხული წიგნი, თან ბევრჯერ წაკითხული.
· ჯარჯი ოსიძე პსჟ-ს შემხედვარე,ლიგა-1 საშუალო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა!
· ჯონი 1 მოუგეს ბაზარი არაა, მაგრამ მსაჯის დდშ რაა