[VIDEO] ჰალანდის კიდევ ერთი სუპერმატჩი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ჰემს” შანსი არ დაუტოვა

“მანჩესტერ სიტი” ჩინებულ ფორმაშია და ეს დიდწილად ერლინგ ჰალანდის დამსახურებაა – ნორვეგიელმა “გოლების მანქანამ” არ დაინდო “ვესტ ჰემი” და ორი გოლი ხომ თავად გაიტანა, ერთიც ტიჯანი რეინდერსს გაატანინა.
ჰალანდის მონაგარი უკვე 19 გოლია (პლუს 4 შედეგიანი გადაცემა), ეს კი წინა სამი მიღწევის გამეორებაა – პრემიერლიგაში შობამდე 19-19 გოლი ჰქონდათ გატანილი ასევე ენდი კოულს (1993/94), კევინ ფილიპსსა (1999/2000) და ლუის სუარესს (2013/14).
ამასთან, მიმდინარე პრემიერლიგის 17 თამაშიდან ჰალანდმა 10 შემთხვევაში დააწინაურა (იგულისხმება 1:0) “მანჩესტერ სიტი”. ეს კი სულ ცოტა 2-ჯერ მეტია სხვა ფეხბურთელების მაჩვენებლებზე.