ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” სტუმრად “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” 123:115 დაამარცხა.
სტუმრებს ტრავმების გამო ლიდერები, ლებრონ ჯეიმსი, ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი ვერ ეხმარებოდნენ, თუმცა დეანდრე ეიტონის, რუი ჰაჩიმურასა და ნიკ სმიტის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “ანგელოზებმა” რეგულარულ სეზონში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.
ეიტონმა ყოფილ გუნდთან 31 წუთში 29 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 3 დაფარება მიითვალა.
რუი ჰაჩიმურამ 38 წუთში 28 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა, ნიკ სმიტმა კი 27 წუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი შესძინა.
“პორტლენდიდან” დენი ავდიამ 37 წუთში 33 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, “ლეიკერსი” 6 გამარჯვებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 ნოემბერს, “სან ანტონიო სპურსის” წინააღმდეგ გამართავს.
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა – NBA ხმაურიანად დაიწყო!
სანდრომ მოედანზე 21 წუთი გაატარა – “სპურსმა” “პორტლენდი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ლონზო ბოლს მხრის ტრავმა აწუხებს
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან – საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
ბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა – “ორლანდო” “პორტლენდთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
“დეტროიტმა” ისევ მოიგო, ზაზა ფაჩულიამ 4 ქულა ჩააგდო
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
მო უილიამსი – კარგი შევსება “პორტლენდისთვის”
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ – დემიენ ლილარდი “პორტლენდში” დაბრუნდა

				
								
								

