[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა, მ კი მიმდინარე ტურნირზე პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და ჰაკიმიმ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ლამაზი ფინტით მცველი ჩამოიშორა, მისი დარტყმული მეკარე მაიეცკიმ მოიგერია, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და პარიზულმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი საჯარიმოში ხელზე ლის მოხვდა, მსაჯმა ვიდეოარბიტრთან ხანგრძლივი განხილვის შედეგად პენალტი ჯერ არ დანიშნა, მაგრამ მერე მონიტორთან თავად მივიდა, გადაწყვეტილება შეცვალა და დელ კასტილიომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი ტრიბუნაზე გაგზავნა. „პარი სენ ჟერმენის“ მორიგი იერიშისას ხვიჩას გატანა მაეცკიმ ისევ არ დაანება და ლუის ენრიკემ 70-ე წუთზე ქართველი დუეთი შეცვალა, რომელმაც მეტოქის კარი კომპენსირებულ დროში დალაშქრა და პსჟ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდება.
ბრესტი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ჰაკიმი (29), ჰაკიმი (39), 0:3 დუე (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (58, ბრესტი)
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო – “ჰამბურგი” სახლში “ვოლფსბურგთან” დამარცხდა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და “ჰაიდენჰაიმის” მორიგი წაგება
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზემ” გაიმარჯვა და მერვე ადგილზე გადავიდა