ლიგა 1-ის მეთორმეტე ტურში პსჟ გასვლაზე „ლიონი“ 3:2 დაამარცხა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, პირველი მომენტიც შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი მეილიუმ თავით კარს გადააცილა. შემდეგ ზაირ-ემერი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დალაშქრა გრეიფის კარი. თუმცა, მალე მორეირამ ანგარიში გაათანაბრა. 33-ე წუთზე ვიტინიამ ტესმანს ბურთი აართვა, ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია. საპასუხო შეტევისას „ლიონს“ შეეძლო თანაფარდობის კიდევ ერთხელ აღდგენა, მაგრამ ტალიაფიკომ ბურთი ძელს გაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფი კონტრიერიშისას პარიზელთა დაცვა ჩავარდა და მეიტლენდ-ნაილზმა ერთი შეხებით ბურთი კარიდან გამოსულ შევალიეს თავზე გადაუგდო. აქედან მოყოლებული „ლიონი“ დაცვაში ჩადგა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „კვარა“ რამუშით შეცვალა, კომპენსირებულ დროში კი ნევეშმა თავურით პსჟ-ს გამარჯვება მოუტანა.
პსჟ-ს 27 ქულით ლიდერია და 23 ნოემბერს „ჰავრს“ უმასპინძლებს.
ლიონი – პსჟ 2:3
გოლები: 0:1 ზაირ-ემერი (26), 1:1 მორეირა (30), 1:2 კვარაცხელია (33), 2:2 მეიტლენდ-ნაილზი (50), 3:2 ნევეში (90+5)
გაძევება: ტალიაფიკო (90+3, ლიონი)
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და “შტურმის” ფრე “ზალცბურგთან”




