[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი – პსჟ-მ “სიეტლ საუნდერსს” მოუგო და პლეი-ოფში გავიდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში პსჟ-მ „სიეტლ საუნდერსი“ 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მოიგერიეს რა მასპინძელთა შეტევები სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ და მომენტი შექმნეს, როდესაც დუეს მეკარე ფრაიმ არ გაატანინა. დონარუმას შეცდომის შედეგად შანსი სიეტლელებსაც მიეცათ, მაგრამ ფერეირამ მიზანს ვერ უწია. პარიზული გუნდი უპირატესობას ფლობდა, შორიდან ვიტინიას დარტყმული ბურთი კვარაცხელიას მოხვდა და ანგარიში გაიხსნა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ხვიჩას კარგი გადაცემა დუემ ვერ გამოიყენა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 64-ე წუთზე „კვარას“ და ნევეშის ნაცვლად მოედანზე ბარკოლა და ზაირ-ემერი შეუშვა. ცოტა ხანში ბარკოლას პასით ამერიკელთა კარი ჰაკიმიმ დალაშქრა და პსჟ-მ გაიმარჯვა.
კვარაცხელიამ ბოლო 7 მატჩში 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სიეტლ საუნდერსი – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (35), 0:2 ჰაკიმი (67)