ლიგა 1-ის ოცდამეექვსე ტურში „მეცი“ „ტულუზას“ მასპინძლობს.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ჯერ წიტაიშვილის გადაცემით ნათან მბალამ გაიტანა, შემდეგ კი ქართველის ჩაწოდებული ბურთის შედეგად მეტოქის კარი კოფი კუაომ დალაშქრა. თუმცა, მეორე გოლისას ქართველს საგოლე პასი არ ჩაეთვალა. გიორგის თავადაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე გუიომ რესტმა მოიგერია.
წიტაიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 26 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.



