[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
ლუკა მაისურაძე (90 კგ) ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. 27 წლის ხაშურელი ძიუდოისტი ფინალში გამოცდილ ბულგარელს, ივაილო ივანოვს ხვდებოდა. ლუკა თავიდანვე ეკვეთა მეტოქეს და თუ ზურგზე ჩავლებით, თუ გარე სარმით ცდილობდა ილეთის გაკეთებას.
ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე მაისურაძე მინიმუმ ვაზარისთან იყო ახლოს, მაგრამ არ გამოვიდა… სამაგიეროდ, ბულგარელმა იმარჯვა დამატებულ დროში და ლამაზი ილეთით დაამარცხა ქართველი ათლეტი.
[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა
U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს