[VIDEO] “ძალიან დამწუხრებული ვარ… ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა…” – მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ჟოზე მოურინიოს “ფენერბაჰჩე” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დღეს გასვლაზე “ფეინოორდს” დაუპირისპირდება. როტერდამში მატჩის წინა პრესკონფერენცია თურქული გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის ძალიან ემოციური გამოდგა.
სამწუხაროდ, გუშინ “პორტოს” ლეგენდარული მცველი და კაპიტანი ჟორჟე კოშტა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა გულის შეტევის გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კოშტა “პორტოში” 1992/2005-წლებში თამაშობდა და მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში ის კლუბის კაპიტანი გახლდათ. მას ჟოზესთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ჟურნალისტებმაც “განსაკუთრებულს” კითხვა კოშტას შესახებ დაუსვეს.
“ეს ჩემი ისტორიის ნაწილია. არსებობენ კაპიტნები და ლიდერები, მაგრამ საქმე მარტო სამკლაურში არ არის. მთავარია, როგორია თითონ პერსონალურად ადამიანი. ჟორჟე კოშტა იყო ადამიანი, რომელიც ყველა არეულობას აწესრიგებდა და მწვრთნელს თავის სამუშაოს გაკეთების საშუალებას აძლევდა.
ძალიან დამწუხრებული ვარ. დავივიწყოთ ის, როგორც ფეხბურთელი და ყურადღება გავამახვილოთ პერსონა ჟორჟე კოშტაზე, მის შვილებზე, რომლებსაც ძალიან პატარები ვნახე.
აქ ახლა იმიტომ ვარ, რომ მას ჩემთან საუბარი შეძლებოდა, მეტყოდა, ჟოზე ჩაატარე პრესკონფერენცია და ხვალინდელი მატჩი. მეტყოდა, ითამაშე მოიგე და ჩემზე ნუ იფიქრებ… ვეცდები ეს გავაკეთო.
დღეს და ხვალ ჩემს საქმეს გავაკეთებ, შემდეგ კი ვიტირებ, მაგრამ დღეს და ხვალ სამუშაო მაქვს და ვიცი, რომ ჟორჟე მეტყოდა, ჩემი საქმე გავაკეთო”, – თქვა მოურინიომ.
ინფორმაციისთვის, ჟორჟე კოშტა “პორტოს” სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს – ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
კვიპროსული მედია: თემურ ქეცბაიას შემდეგ “ანორთოსისი” მწვრთნელებს ცხვირსახოცებივით იცვლის
მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს
“სიტიში” სავარაუდოდ, მეკარე შეიცვლება – ედერსონს საუდის არაბეთში იწვევენ
პეპე შესაძლოა, ლა ლიგას დაუბრუნდეს
მოურინიო მორიგ დიდ სკანდალშია – რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]
იქნება დიდი დაბრუნება? – მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
“მანჩესტერ სიტი” მზად არის “პორტოს” მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
“უბრალოდ დავიღალე” – ჟოზე მოურინიო
კვარაცხელიას “ნაპოლიში” დარჩენის შემთხვევაში, ფლანგზე ახალი მეწყვილე ეყოლება – კონტე მარიო რუის უშვებს
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე – “გალათასარაის” ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა – “ვესტ ჰემის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
ედერსონი მიდის – “სიტი” ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო – როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო