უკრაინის ქალთა ჩემპიონატის მე-3 ტურში კოვალივკაში ადგილობრივმა “კოლოსმა” ოდესის კლუბ “სისტერსს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის 44-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ანასტასია რომანიუკმა კამათისთვის სტუმართა გუნდის ფეხბურთელს ირინა მაიბორდინას ყვითელი ბარათი უჩვენა.
მაიბორდინა რუსულად საუბრობდა და უკმაყოფილებას ამ ენაზე გამოთქვმდა. თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ყვითელი ბარათი მან რუსულად საუბრისთვის მიიღო, თუმცა Sport.ua წერს, რომ ასეთი წესი არ არსებობს და რომანიუკმა მას გაფრთხილება კამათის გამო მისცა.
მსაჯის გადაწყვეტილებით სტუმარი გუნდის მწვრთნელი უკმაყოფილო გახლდათ. რომანიუკმა გაფრთხილების მიზეზი აუხსნა და უთხრა, რომ უკრაინის ჩემპიონატში უკრაინულად უნდა ისაუბრონ და არა რუსულად, რასაც ფეხბურთელებისა და დამსწრე გულშემატკივრების აპლოდისმენტები მოჰყვა.
“ჩვენ აქ რუსულად არ ვსაუბრობთ, ეს უკრაინის ჩემპიონატია! ყვითელი ბარათი კამათისთვის. მე ვთხოვე მოთამაშეს უკრაინულად ელაპარაკა. ეს უკრაინის ჩემპიონატია!”, – აუხსნა რომანიუკმა მწვრთნელს.
· გიგა პირადად მე და ბევრ ადამიანს ვისაც ვიცნობ, რუსული ენა არის ძალიან ლამაზი, კლასიკური ენა! ასევე დამწერლობაც დახვეწილი აქვთ! არ მომწონს ინგლისური ენა,სულ მგონია ბულდოგი ყეფავს. საშინელი ენაა გერმანული და ფრანგულიც.
“მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა” – მოურინიო მესიზე
