[VIDEO] “ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი” – თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა

ევრობასკეტ 2025-ის ფინალისტი თურქეთის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ერგინ ატამანის ხელმძღვანელობით, თურქეთის ნაკრებმა ევროპირველობაზე უმაღლესი დონის კალათბურთი გვაჩვენა, მათ აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდათ.
მიუხედავად ბრწყინვალე ასპარეზობისა, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კალათბურთელები მიღწეული შედეგით უკმაყოფილოები და იმედგაცრუებულები ჩანდნენ. ერგინ ატამანმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
“ამ ახალგაზრდებმა, ამ მოთამაშეებმა უდიდესი შრომა გასწიეს და თურქეთის დროშა მსოფლიოს წინაშე წარადგინეს, ისინი ბოლო წამამდე ყველაფერს აკეთებდნენ. ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ პირადად მე ძალიან დამწუხრებული ვარ. ისტორია ყოველთვის ჩემპიონებს იმახსოვრებს. ბოდიშს ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც გამარჯვების სჯეროდათ. მართალია ტიტული ბოლო წუთს დავკარგეთ, მაგრამ თურქ გულშემატკივრებს კალათბურთი შევაყვარეთ”, – განაცხადა ატამანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში გერმანიის წინააღმდეგ 83:88 დამარცხდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გერმანელთა ლიდერი, დენის შროდერი გახდა.
თურქეთის ნაკრებიდან კი ევრობასკეტის სიმბოლურ ხუთეულში ალპერენ შენგუნი მოხვდა.
“ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს” – ლუკა დონჩიჩი
“NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა” – თურქეთის ნაკრებისა და “პანათინაიკოსის” მწვრთნელი
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი – სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა – სუპერ ფინალის მოლოდინში!
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
“ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი” – ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
ატამანმა აღიარა – შენგელია შეუჩერებელი იყო
“NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა” – თურქეთის ნაკრებისა და “პანათინაიკოსის” მწვრთნელი
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა – ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა – თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ანტეტოკუნმპო VS შენგუნი – ევრობასკეტის ნახევარფინალში საბერძნეთი თურქეთს შეხვდება