ჩემპიონშიფის ოცდამეთექვსმეტე ტურის გადადებულ მატჩში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „ვრექსემი“ 3:1 დაამარცხა ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა საგოლე გადაცემა.
მასპინძელთა გუნდში ჩაკვეტაძის მსგავსად, საბა გოგლიჩიძეც ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სრულად ითამაშა, გიორგი კი 83-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს ჩაკვეტაძე – Whoscored 7.8 , Sofascore 7.0 , Flashscore 7.6 გოგლიჩიძე – Whoscored 6.5 , Sofascore 6.5, Flashscore 6.4
„უოტფორდი“ 55 ქულით მე-9 ადგილზეა და 21 მარტს „ლესტერს“ უმასპინძლებს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი – რექსემი 3:1
გოლები: 1:0 ბოლა (16), 2:0 კაიემბე (38), 2:1 კლევორტი (49), 3:1 ბოვე (90+4)