მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში. გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” ტურნირის მეორე ტურში ებრაულ “ბნეი ჰერცლიას” უმასპინძლა და 105:85 განადგურა. ეს გახლდათ ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ტენერიფესთვის და ჩვენთვის განსაკუთრებული ისაა, რომ ამ 30-ივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი შერმადინმა. ბოლოს “ტენერიფე” შინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი 2021 წლის დეკემბერში, გერმანულ “ლუდვიგსბურგთან” წააგო და მაშ შემდეგ 30 შეხვედრაში წაგების გემო არ იცის.
რაც შეეხება ბნეი ჰერცლიასთან მატჩს, საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16:21 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ ბურთი დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ესპანურ კლუბში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 25 ქულით, ხოლო როკას გიედრაიტისმა 15 ქულა ჩააგდო.
“ლაგუნა ტენერიფე” D ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 ოქტომბერს სტუმრად თურქულ “თოფაშთან” ჩაატარებს.
GBF
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – “ბარსელონამ” ევროლიგაზე “მაკაბი” დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი – “ორლანდომ” “მაიამი ჰიტი” დაამარცხა
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ – 24 ქულა, 11 მოხსნა და 35-იანი კოეფიციენტით MVP გახდა! [VIDEO]
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს – ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან” პირველ ტურში
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი – “ტენერიფე” პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
გიორგი შერმადინმა კვლავ კარგად ითამაშა – “იბეროსტარმა” ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს – შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი – “ტენერიფემ” ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო – შერმადინის მაგარი მატჩი “რეალთან”
