გიორგი შერმადინი და მისი “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატში უძლეველ სვლას განაგრძობენ. შერმადინი შედეგიანად თამაშობს, “ტენერიფე” კი იგებს. ლიგა ენდესას მე-3 ტურში “ტენერიფელთა” მეტოქე გახლდათ “მურსია”, რომელიც კუნძულელებმა ზედმეტი გართულებების გარეშე – 96:80 დაამარცხეს.
“ტენერიფემ” მეტოქეს ხელი პირველივე ნახევარში მოუთავა, რომელიც 15 ქულით მოიგო და მეორეში მოპოვებული უპირატესობა წარმატებით შეინარჩუნა, რაც შერმადინის დამსახურებაც გახლდათ. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლებია მარსელინიო ჰუერტასის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 5-ით – როკას გედრაიტისისაზე.
3-დან 3 მოგებით “ტენერიფე” ცხრილის სათავეშია, თუმცა კონკურენტები ამ ტურის მატჩებს კვირას თამაშობენ და მასთან გათანაბრების შანსები 2-2 მოგების მქონე ვალენსიას, “უნიკახასლეიდას” და “ხუვენტუდს” აქვთ. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მე-4 ტურში, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება, “ტენერიფე” სწორედ “უნიკახას” უმასპინძლებს.
GBF
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი – “ბარსელონა” “დუბაისთან” დამარცხდა
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
გიორგი შერმადინს ვერ აჩერებენ – 24 ქულა, 11 მოხსნა და 35-იანი კოეფიციენტით MVP გახდა! [VIDEO]
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს – ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან” პირველ ტურში
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს – შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი – “ტენერიფემ” ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო – შერმადინის მაგარი მატჩი “რეალთან”
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | “ტენერიფემ” “ჰერცლია” დაამარცხა
