[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 – საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო

ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა.
ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი – 2.
მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად აგრძელებდნენ პერიმეტრიდან შეტევას, თუმცა ამჯერად მიზანს გაცილებით მეტმა უწია, ნასროლი 10-დან 7 ჩავარდა, ბოლოს კი 16:2 გაქცევა მოვაწყვეთ და ტაიმი 16 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
მესამე მეოთხედში თორნიკე და გოგა აგრძელებდნენ დომინირებას, 10 ქულიანი გაქცევა და ჩვენი უპირატესობა 26 ქულიანი გახდა. კვიპროსელებიც გააქტიურდნენ, თუმცა ჩვენებურები მაღალი პროცენტით ისროდნენ და მოწინააღმდეგეს მოახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოო ჯამში მესამე მეოთხედი 68:41 მოვიგეთ.
მეოთხე მეოთხედი კამარ ბოლდვინის სამქულიანით გაიხსნა, საქართველოს ნაკრები მაღალი სიზუსტით უტევდა, ჯიკიჩმა შემადგენლობა მაქსიმალურად დატვირთა, რომ ჯამში ჩაგდებული და გაშვებული ბურთების სხვაობა შემცირებულიყო (იყო -43, დარჩა -8). დასკვნით ათწუთეული ლაღ და სწრაფ ტემპში წარიმართა, ქართველებმა კი ბოსნიასთან მატჩის წინ ხასიათი გამოიკეთეს.
მატჩის საუკეთესო მექულე თორნიკე შენგელია გახლდათ, კაპიტანმა 27 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბრყინვალედ გაისარჯა გოგა ბითაძეც, “ორლანდო მეჯიქის” ცენტრის ანგარიშზე 21 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება გახლდათ.
ევრობასკეტის მეხუთე ტურის მატჩი 4 სექტემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან 16:00 საათზე გაიმართება.
· გივი ჯიკიჩი ერთდროულად ვერ იყენებს თოკოს და სანდროს….მეორე კიდო მამუკელაშვილი აფსაიდში ყავთ მარტო თოკოზე აწყობს თამა. როცა ორივე მოენდაზეა სანდრო დასჯილი ბავშვივით კუთხეში დგას და უმოქმედოდ არის…იტვირთება შენგელია დაკეტავენ და თამაში წაგებულია….სანდროს ადგილას არ ჩამოვიდოდი. ბოსნიამ საბერძნეთს მოუგო და ჩვენ გაგვიჭირდება თუ სანდრო არ გამოიყენა სწორად ჯიკიჩმა
· ჯელა აქ ყველა კომენტარი წავიკითხე.ზოგი დადებითი იყო,ზოგი უარყოფითი და უფრო მეტი ირონიული.ქომაგი და გულშემატკივარი თუ ხარ ბოლომდე იყავი.ერთი მოგებით ცამდე აყვანა და ერთი წაგებით მიწაზე დანარცხება ჩვენზე მეტად არავის გამოსდის.რატო კაცო რატო?ერთი თამაში დაგვჩა.მოდით დველოდოთ შედეგს.გულშემატკივრებმა ვუგულშემატკივროთ და ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.შრიფტზე წკაპუნი ადვილია
· გიო ოჩხიკიძეს და მისთანებს, მარტო პატრონი ვერ გიშველით, თუ ბუნებამ არ გიშველათ
· – ახლა გაიგეთ ?
· ნიკა ანუ კომენტარები რომლებიც არ მოგწონთ არ აქვეყნებთ? მაგარი ბიჭები ხართ. საღოლ.
· თემო საქართველოს ნაკრები მასპინძელ ისრაელს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა …. კვიპროსი
· გიორგი მამუკელაშვილი საქართველოს ჰიმნს რატომ არ მღერის?არ ეკადრება??
· ვაჟა მასწავლებელი გვყავდა თორნიკე ერისთავი, გვყავს თორნიკე გუნდისთავი! დიდება ორივეს საქართველოსთვის თავდადებისათვის!
· სიკო საუკუნის გამარჟვება!
· სოსო ყიჩაღ გოგას მაგრად ითამაშა,მამუკელაშვილი არ მომეწონა
· გოგა_ს ტონს დაწიე ნუ ტლიკინებ, გილოცავთ გამარჯვებას ყველას.
· ალექსანდრე კარგი პროცენტით ესროლეს ორიანები, 16/26. დღეს აშკარად დავალება იყო პერიმეტრი და ეგეც მშვენივრად შეასრულეს.
· სამი ასო მზეებო რაღაც მინდა გკითხოთ, ბოსიანს თუ გავუყარეთ გავდივართ?
· საბა მამუკელაშვილმა ცუდათ ითამაშა!
· Giorgi ხო ხედავთ როგორ არგო შენგელიას მსაჯებზე გინება. მიდი თოკო შეუბერე.
· გოგა ოჩხიკიძე საიდან მოჩხრიკიძეს?
· Giga ფარქვეშ ვერ შედიან და ვერ აგდებენ,სამ ქულიანები მიგვდის თორე წავაგებდით..ესეთ არაპროფესიონალურ კალსთბურთს სრცერთი გუნდი არ აჩვენებს..კვიპროსელები უფრო შედიან ფსრწვეშ ვიდრე ჩვენები..
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ს ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა