უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე 25 წლის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიპარტელიანმა ჯუ კიმი (სამრეთ კორეა), დარია კურბონმამადოვა (რუსეთი), პილა სალონენი (ფინეთი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ფინალში კი მომო ტამაოკის (იაპონია) სძლია. მან ყველა მეტოქეს იპონით მოუგო.
აქამდე არცერთი ქართველი ძიუდოისტი ქალი ფინალში არ გასულა.
სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ).
ხვალ ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (81 კგ) და ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) გავლენ.
· ფინალიც არის და ფინალი! მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ქალების ისეთ სპორტში ჩაბმა, რომელიც კაცების სპორტად ითვლება, მგონი ეთერ ლიპარტელიანი არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც არ მაღიზიანებს, პირიქით ძალიანაც სიმპატიითაც ვარ მის მიმართ განწყობილი! ამ გოგოს მართლაც უხდება ძიუდო, რადგანაც არის: ტექნიკური, სხარტი, მოხერხებული და ამავდროულად მაყურებლის გულებსაც იპყრობს! ეთერ! კარგი გოგო ხარ! და ნამდვილად ღირსეულად დაიმსახურე ჩემპიონობა!
· !!! ეთერ ლიპარტელიანს ვულოცავ გამარჯვებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებ! თავდაუზოგავი შრომა, როცა მეტოქეზე მთელი თავით ძლიერი ხარ, ყოველთვის დაფასდება და შედეგზეც აისახება. რაც შეეხება ვაჟებს, ისინი ძველი დიდებით კმაყოფილდებიან, არ ემზადებიან სათანადოდ და ჰგონიათ რომ რაკი უმაღლესი მწვერვალები დაიპყრეს ეს არის საკმარისი, ყველაზე ძლიერები არიან და ყოველთვის, ყველგან პირველები იქნებიან. ეს ასე არ არის. ეტყობა გუნდში არ არის დისციპლინა და ეს შედეგზეც აისახა. გზა მიეცით ღირსეულ, მოტივირებულ ახალგაზრდებს. თუ ასე გაგრძელდა მერე გვიანი იქნება!!!
· L.J. Sagol Etoo!yvela brdzola umagles doneze chaatara,gilocavt!!!
· კახა ეთო გილოცავ და ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოს,როგორც გაგვახარე მთელი საქართველო. ერთი ის მაინტერესებს შავდათუაშვილის წონაში არავინ არაა რო გამოსცადო. აღარ შეუძლია ამ ბიჭს ჭიდაობა და რა გახდა ჩანაცვლება ვერ გამიგია.
· შავშვები ეგ არის და გორის ციხე,აბა ძნელი იყო?!
