რომან გროჟანი 2020 წლის ბაჰრეინის გრან პრის შემდეგ, პირველად, ფორმულა 1-ის ბოლიდს კიდევ ერთხელ მიუჯდება. მოგეხსენებათ, ფრანგ მრბოლელს 5 წლის წინ უმძიმესი ავარიის შემდეგ ფორმულა 1-ში კარიერის დასრულება მოუწია.
იმ დღეს გროჟანი ბარიერს დაეჯახა, მისმა ორგანიზმა 67G გადატვირთვას გაუძლო და 27 წამის განმავლობაში ცეცხლში იმყოფებოდა, თუმცა საბედნიეროდ მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ფრანგმა კარიერა ინდიკარსი განაგრძო.
26 სექტემბერს, 39 წლის პილოტი პილოტი მუჯელოს ტრასაზე მისი ყოფილი გუნდის, “ჰაასის” შემადგენლობაში 2023 წლის VF-23 ბოლიდს გამოცდის.
რომანმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა ჯინ ჰაასსა და აიაო კომაცუს, გულშემატკივრებს კი განუცხადა, რომ ტესტირებისთვის სპეციალურ ეკიპირებას გამოიყენებს:
“ეს ეკიპირება ჩემმა ბავშვებმა 2020 წლის აბუ დაბის გრან პრისთვის დაამზადეს, რომელიც წესითა და რიგით ჩემს კარიერაში ბოლო უნდა ყოფილიყო. ახლა მოვიდა დრო, რომ ჩემი ბავშვების საჩუქარი ფორმულა 1-ში გამოვცადო”.
ლანდო ნორისის პოული – F1 მონტე კარლოს ესტუმრა
[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე
