ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ისევ ვერ დაეხმარა შენგელია, გასვლაზე პოლონეთთან 89:94 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, კორსანტია, ჯინჭარაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე. ამჯერად ქართველი კალათბურთელები შეტევაში უკეთ მოქმედებდნენ და პირველი მეოთხედი 26:25, პირველი ტაიმი კი 51:43 მოიგეს. ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ ჩვენი მაღლები, რომელთა შორის ბითაძე გამოირჩეოდა.
დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, თან ბითაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო, ჯიკიჩმა მოედნიდან გაიყვანა, თამაში ქულა ქულაში წავიდა და დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 68:66 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, აქტიურმა ანდრონიკაშვილმა ტრავმის გამო დატოვა პარკეტი, ბოლოს შეცდომები დავუშვით და მარცხი განვიცადეთ.
ჩვენი გუნდიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი შერმადინი იყო, მამუკელაშვილმა 16 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 14 (პლუს 3 დაფარება და 6 მოხსნა), სანაძემ 12, ანდრონიკაშვილმა 11, ბურჯანძემ 9, ხოლო ბოლდუინმა – 5.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის წინ ბოლო სპარინგებს უკვე შენგელიასთან ერთად 19 და 21 აგვისტოს ჩეხეთთან გამართავს.
· გივი მთავარია ლონდარიძეს ხომ ვაბერებთ სკამზე თა დაფრინავს.რატო არზრდიან ახალგაზრდებს კითხეთ ფედერაციას.20 ადგილზე რომ გავიდნენ იმათ არ ვგულისხმობ.სიბერემ წაგვაგებია ეს თამაში სიბერემ
· დიმიტრი ვინმემ შეამჩნიეთ ერთი დამუშავებული კომბინაცია მაინც? რისთვის ყავთ მწვრთნელი, სროლებში ხომ მეც ვავარჯიშებ. საცოდაობაა ამათი ქაოტური თამაშის ყურება!
· შაქრო პაპა ამ სანიკიძეს რო დაუღია პირი და ბუზებს თვლის, მიკერძოებულ მსაჯობაზე მე უნდა დავაყენო საკითხი სადაც საჭიროა? მაგრამ ალბათ საარჩევნოდ დარბის და არ ცალია. ასე ძნელია ნეიტრალური მსაჯების დანიშვნა ამხანაგურებში?
· ფეოლა ანდრონიკაშვილი – ტრავმა ბოლდუინი – გასტროლიორი (თითქმის ბალასტი) ჯინჭარაძე, სანაძე2, ლონდარიძე, ფევაძე (მუდმივი ბალასტი) სანაძე1 – მტერი იყოს მაგის იმედად. დარჩა ბებერი შერმადინი, თოკო, სანდრო, ბურჯანაძე, კორსანტია, ბითაძე და ოჩხიკიძე. 7-8 კაცით რას უნდა ველოდეთ, ვერ გამიგია. ფაქტიურად 12 ნაღდ მოთამაშეს ვერ მოუყარა თავი ჯიკიჩმა. ფიზიკურადაც ვერ გაუძლებენ ასაკოვნები, უკვე ეტყობათ ფარის დათმობა, სისხარტე აღარ უვარგათ, უკანაც ვერ ასწრებენ ჩამოსვლას. მხოლოდ გოგას ბლოკ-შოთებით შორს ვერ წავალთ, თანაც ბევრ ჯარიმას იღებს მოკლე დროში.
· ks ეს გამთამაშებელი მაგარი დაგვიმატებია! პასს ეს ვერიზლევა, ბურთს ეს ვერაგდებს, გახსნით ეს ვერიხსნება …ბურთს ეს ვერატარებს….. რატო მოგვყავს ასეთები რატო!!!!!!!?????
· კონტე ასეთი არასიმპათიური, ჯირკივით უგრძნობი მწვრთნელი არასდროს გვყოლია.
· duo მოზგაჩ პოლონეთი სუსტი გგონია?
· ირაკლი რა არის კაცო უკეთ, პოლონეთი რომ 94 ქულას ჩაგიგდებს? გაგიჟდება კაცი
· გია უნიჭო ბებერი გუნდი,, უნიჭო მწვრთნელთა შტაბით და უნიჭო ფედერაციით. ადამიანთა დაცინვაა მათი თამაში!
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
