[VIDEO] ტაბატაძემ ესპანეთში ისევ გაიტანა – “კადისმა” მოიგო და პლეი-ოფის ზონაშია

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში, „კადისმა“ საკუთარ მოედანზე, ლა ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი „ხიხონი“ 3:2 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის შემტევი იური ტაბატაძე 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო. ის 72-ე წუთზე დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა ალექს კორედერმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა. მან 90+7-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: Flashscore 7.6, sofascore 7.3.
ტაბატაძემ ჩემპიონატის 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
„კადისმა“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და 18 იანვარს სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდება.
კადისი – ხიხონი 3:2
გოლები: 1:0 პასკუალი (11), 2:0 ოკამპო (53), 3:0 ტაბატაძე (72, პენ), 3:1 დუბასინი (82, პენ), 3:2 კამპოსი (90+3)
17 წლის ხარებაშვილი “აიაქსს” დაუკავშირეს – რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩაკვეტაძე “ბრისტოლთან” არ ითამაშებს – მიზეზი ცნობილია
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
მამარდაშვილის “მშრალი მატჩი” – “ვალენსია” მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს – “კადისი” სახლში დამარცხდა
ლაშა ოდიშარია კარიერას სავარაუდოდ, ესპანეთში გააგრძელებს
ტაბატაძის ერთი ტაიმი – “კადისი” სახლში “ბურგოსთან” დამარცხდა
[VIDEO] ტაბატაძემ “კადისი” მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ქოჩორაშვილი დაბრუნდა და გააძევეს
ქოჩორაშვილმა “სპორტინგს” ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]
სანიოლი შეგირდებს ესპანეთში დააკვირდა – ქოჩორაშვილის “ლევანტე” “ხიხონს” დაუზავდა
წიტაიშვილის და ქოჩორაშვილის გუნდებმა გაიმარჯვეს
[VIDEO] ტაბატაძემ “კადისს” მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა და “კადისმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
“ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება” – იური ტაბატაძე