სერბული “რადნიჩკის” მთავარი მწვრთნელი მლადენ ჟიჟოვიჩი სერბეთის უმაღლესი დივიზიონის მე-14 ტურში “მლადოსტთან” მატჩის მიმდინარეობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.
მისი გუნდი იგებდა (2:0), როდესაც გონება დაკარგა და დაეცა.
ფეხბურთელები და სტადიონზე მყოფი ყველა ადამიანი შოკში იყო. 44 წლის სპეციალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჟიჟოვიჩი “რადნიჩკში” ახალი დანიშნული იყო, სხვადასხვა დროს კი ბოსნიურ გუნდებს წვრთნიდა, მლადენს ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელის რანგში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
“იუვენტუსში” მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს” – ლუჩანო სპალეტი
“საუთჰემპტონი” სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღეს გაძლიერდა

				
								
								

