მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა თელავში ისრაელი 30:28 დაამარცხა.
პირველი შეხვედრა ტიტე კალანდაძის გუნდს 29:32 ჰქონდა წაგებული, დღეს ბოლომდე იბრძოლა, გაიმარჯვა, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირების ჯამში მარცხი განიცადა.
ისრაელის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.