[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] “იბერიას” დუბლი არ გამოუვიდა, “დილა” მეორედ დაეპატრონა თასს!

გოლები: 0:1 ჯგერენაია (2-საკ. კარში), 0:2 აგიაკვა (48-საკ. კარში), 1:2 ჯგერენაია (71), 1:3 კონტე (90. ედუძის პასით)
იბერია 1999: მაკარიძე, ზოჰური (86. სიხარულიძე), აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (54. ნ. ხორხელი), ალთუნაშვილი (90+8. ვრბანეცი), გ. მამაგეიშვილი, სილაგაძე, გოშთელიანი (54. ახვლედიანი)
მწვრთნელი: გუგა ნერგაძე
დილა: კერესელიძე, ჩაბრაძე (80. ჟოაო კოშტა), ეტუ, ანდრონიკაშვილი, ტიბუე, კონტე, უატარა, ფარულავა (80. ბოანსი), შ. შეყილაძე (87. გ. ), ედუძი, ბასინგა
მწვრთნელი: ლუკა კავალო (მეორე მწვრთნელი)
გაფრთხილება: შ. შეყილაძე (19), ალთუნაშვილი (25), გოშთელიანი (30), გ. მამაგეიშვილი (67)
არბიტრი: ი. შენგელია
“დილამ” საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის ფინალში 3:1 დაამარცხა “იბერია 1999”, ვისთანაც ცოტა ხნის საჩემპიონატო მარათონი დათმო. გორელებმა რევანშიც აიღეს და 13-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე გახდნენ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები.
ერთი წუთითაც არ ვაკნინებთ გორელთა გამარჯვებას, პირიქით, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ “იბერიას” გარკველწილად არ გაუმართლა კიდეც – წარმოიდგინეთ, თასის ფინალში ორი ავტოგოლი როგორი ამბავია?
გუგა ნერგაძის შეგირდებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და უტევდნენ, ქმნიდნენ მომენტებს, მათ შორის – ასპროცენტიანსაც… გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა სანდრო ალთუნაშვილის თავურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და კარის ხაზზე გაგორდა…
“დილა” კი ორბურთიანი ჰანდიკაპის შენარჩუნებას ცდილობდა და საკუთარ ნახევარზე იყო გამოკეტილი. “იბერია” ძირითად იარაღად გიორგი ჯინჯოლავას ჩაწოდებებს იყენებდა, რის შემდეგაც გორელთა საჯარიმოში ძალიან “ცხელოდა”.
71-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ ავტოგოლს გოლიც მიაყოლა და გუნდი თამი დააბრუნა, მაგრამ… სწორედ მაშინ, როცა თბილისელებმა გოლი მოამწიფეს, მეკარე დავით კერესელიძის მიერ დაწყებული კონტრშეტევა სირილ ედუძიმ გააგრძელა, დასარტყმელად დაუგორა აბუბაქარ კონტეს და ამ უკანასკნელმაც საჯარიმოს ხაზიდან “გახვრიტა” დაბალი კუთხე!
ასე გადაწყდა თასის მარშტრუტი – თბილისიდან გორისკენ! ჩვენც მივულოცოთ გამარჯვებულებს!
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “დილა” საჩემპიონო რბოლაში რჩება, “სამგურალი” ჯერ მშვიდად ვერ იქნება…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ისევ ძაგანია, ისევ “დინამოსთან”… “იბერია” პირველ ადგილს ინარჩუნებს!
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი…
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! “იბერიას” ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] რა შანსი იყო ბოლო წუთზე!.. “იბერიამ” ფოთში გაიმარჯვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, “იბერიამ” ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, “დილას” კი გამარჯვებაც არ ეყოს…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის “იბერია 1999″ ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] …”დილას” იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა… დიდი გაწევ-გამოწევა გორში!