ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს “დეტროიტ პისტონსს” დაუპირისპირდა და 118:109 გაიმარჯვა.
კანადელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ტყორცნიდან ერთი გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრენდონ ინგრამი გახდა, “ტორონტოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 39 წუთში 34 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, “ტორონტო” 38 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 19 მარტს “ჩიკაგო ბულზის” წინააღმდეგ გამართავს.



