[VIDEO] სანდრომ ძირითად ხუთეულში დაიწყო – “ტორონტომ” “ბოსტონი” ბოლო წამებზე დაამარცხა

NBA-ის გუნდები მოახლებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. ამხანაგურ შეხვედრაში “ტორონტო რაპტორსმა” “ბოსტონ სელტიქსი” 107:105 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე ჯონათან მოგბოს ჩაგდებული ორქულიანით შეძლეს.
კანადელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ყველაზე შედეგიანი “ტორონტოს” კალათბურთელი გრეიდი დიკი გახდა, რომელმაც 24 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “ტორონტომ” პრესეზონზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს, “ვაშინგტონ ვიზარდსის” წინააღმდეგ გამართავს.
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა – “ბარსელონამ” ევროლიგაზე “ვალენსია” დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა “სან ანტონიოში” – მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
სანდროს მორიგი შედეგიანი მატჩი – “სან ანტონიომ” “ტორონტო” დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს – მას ევროგრანდი იწვევს
“ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო” – NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” პლეი-ოფს გამოეთიშა – “მინესოტა” კონფერენციის ფინალშია
29-წლიანი ისტორია დასრულდა – პოპოვიჩი “სან ანტონიოს” აღარ გაწვრთნის
“NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ” – პოლ პირსი
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში – “ტორონტო” დენვერთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
ბითაძეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – “ორლანდომ” “ტორონტო” დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილმა “ტორონტო რეპტორზთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] ბითაძის 7 წუთი “ბოსტონთან” – “ორლანდომ” პლეი-ოფში მეორე თამაშიც წააგო
ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]
ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]