ევრობასკეტის მეხუთე, ბოლო ტურში, C ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 76:84 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ბოლდუინის, სანაძის, მამუკელაშვილის, შენგელიასა და ბითაძის ხუთეულით დაიწყო.
თამაში ბოსნიელთა უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრებმა არაერთი შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქემ მრავალჯერ ისარგებლა. პირველი მეოთხედი ბოსნიელებმა მოიგეს, მათი დომინაცია კი მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. ბოსნია და ჰერცეგოვინას ლიდერმა იუსუფ ნურკიჩმა პირველ ტაიმში 8 ქულა დააგროვა, ედინ ატიჩმა კი 11.
საქართველოს ნაკრებიდან გოგა ბითაძემ პირველ ტაიმში 9 ქულა დააგროვა. სამწუხაროდ მატჩი ცუდად დაიწყო თორნიკე შენგელიამ, ნაკრების კაპიტანმა ტაიმი 2 ქულით დაასრულა.
ჯიკიჩის გუნდს პირველ ტაიმში ჯამში 5 დაკარგვა ჰქონდა. პირველი ტაიმი ბოსნია-ჰერცეგოვინას გამარჯვებით 47:35 დასრულდა.
მეორე ტაიმში ბოსნიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს, მათ პერიმეტრიდან 14-სამქულიანი ჩაგვიგდეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქეს არაერთხელ მიუახლოვდა, ჯიკიჩის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა. ქართველთაგან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა, კამარ ბოლდუინმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა, გოგა ბითაძემ საქართველოს ნაკრებს 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი შესძინა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი იუსუფ ნურკიჩი გახდა, ვეტერანმა ცენტრმა 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 2 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაასრულა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააგრძელებს. თუ დღეს საბერძნეთის ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს, ამ შემთხვევაში C ჯგუფიდან საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველოს ნაკრები გავლენ, თუ ესპანელება ბერძნებს სძლიეს, მაშინ ევრობასკეტს გამოვეთიშებით.
საბერძნეთისა და ესპანეთის დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
· ზურა ცსკაში რომ წავა მილიონერი ქართველი სათამაშოთ, იმის ნაკრების კაპიტნობა არ გაიშვას …
· ჟორა ჩვენ ფაქტიურად გუნდი კი არა, ერთი ძლიერი კალათბურთელიც არ გვყავს. გვყვანან კალათბურთელები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან იმაზე წაუვათ თუ არა თამაში. რა საჭირო იყო თორნიკეს ისეთი თავგანწირვა კვიპროსთან? სამაგიეროთ სადაც ჰაერივით გვჭირდებოდა მისი გაბრწყინება, არაფერი გამოუვიდა. ასე არიან სხვებიც. თავიანთ გუნდებში გლეჯენ ყველაფერს, ნაკრებში კი წესიერი ვერაფერი ვნახეთ. კატგია მონაწილეობა, მაგრამ მოგებაც ხომ გვჭირდება? სულ მაგას ვწერდი ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ 2017 წელი არ გაიმეოროთთქო და სწორედ ეს გაიმეორეს.
· !! წარუმატებელი დღეა ქართული სპორტისთვის,ჩვენი მაქსიმუმი თურქეთთან დღეა!
· მამუკა ასე იცის ფოკუსნიკობამ
· S.K.K. ბერძნები ალბათ ფაქტიურად საკუთარი აუდიტორიის წინაშე ორ თამაშს ზედიზედ არ წააგებენ და მაქსიმალურად გამოიყენებენ მთავარ იარაღს, ისე რომ შეიძლება ცოტათი გავიხანგრძლივოთ “სიცოცხლე”. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული კალათბურთის მზე ალბათ კარგა ხნით ჩაესვენა. იმედია ვცდები.
· ქალთმოძულე მერამდენე შემთხვევაა როცა გადამწყვეტ,აუცილებელ მოსაგებ თამაშებს ვერ იგებენ, აბა რას წარმოადგენთ თუ ასეთ თამაშებს ვერ იგებთ??მერამდენე ევრობასკეტზე უნდა ჩავრჩეთ ჯგუფში??ბლატაობა და მარიაჟიბა კი კარგად გამოსდით!!
· ვაჟა მასწავლებელი ჯიკიჩი და ბოლდუინი მგონია, რომ შემოგზავნილები არიან. სირცხვილია შენგელიას, შერმადინის, ბითაძის და მამუკელაშვილის გუნდმა ერთი წინასწარ მომზადებული კომბინაციაც კი ვერ გვაჩვენეს. თუ ბერძნებმა 1/8 ფინალში “გაგვათრიეს” – მერე ნახეთ ჩვენი “გაპაზორება”. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია!!!
· სულ ბერძნების იმედად 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეხუთე ტურში საქართველომ დაამარცხა ხორვატია. თუმცა დამოკიდებული ვიყავით გვიან თამაშზე. რადგან ჰოლანდიას ჩვენთან მოგებული ჰქონდა მანამდე და არ უნდა მოეგოთ ბერძნებისთვის, რომლებსაც აღარაფერში ჭირდებოდათ ქულები, პირველზე იყვნენ ისედაც. ბერძნებმა მაშინ გვიჯიგრეს და დაამარცხეს ნიდერლანდები. ეხლა რას იზამენ, კაცმა არ იცის.
· ქორ-პარიკმახერი ხო, რა, ეგრეა! და დაამატეთ ფედერაციაზე, რომ ვერ მონახეს სამქულიანის მსროლელი და ცოტა მეტი აიქიუს მქონე ლეგიონერი
· მასტერს ამ 8-კაციან ბოსნიასთან თუ ვერ ვაჩვენეთ უპირატესობა, პლეიოფში არაფერი გვესაქმება, სამწუხაროდ… ბევრი რამე არის გასაანალიზებელი ქართულ კალათბურთში და იქნებ სწორედ ახლა დადგა დრო, ამაზე ლაპარაკი დაიწყოს. Ნაკრების წარმატება უკვე ათწლეულებია ფარავს ამ პრობლემებს და მივგორავთ ინერციით. გულდაწყვეტილი ვწერ, რა გითხრათ, მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის!
· – 1 კორესპონდენტიც კი არაა წასული სპორტული საიტების, როგორც ჩანს. არავინ აშუქებს.
· ქალთმოხულე ახლა ფეხბურთელებმა უნდა დაგვაწყვიტონ ნერვები?
· გიორგი 3 ნეიტრალური მაყურებელი რომ ვიყო, ესეთი უნიჭო, უკრეატივო გუნდის ფლეი-ოფში არ გასვლა გამეხარდერბოდა .
· მერა ესპანეთი ჩარჩება და ჩვენ გავალთ?ამის ვისაც სჯერა გაუმარჯოს.იქნებ სჯობდა ესპანეთთან დაეზოგათ პირიქით ძალები და სხვებისთვის მოეგოთ???
· თუ სწორად შევხედავთ ჩემი აზრით და ძალიან კონკრეტულად და კორექტულად: 1. ჩვენი გუნდი გუნდი არ არის — ესაა 3 მაღალი დონის, 3-4 საშუალოზე დაბალი დონის (აქედან 1 თავის დროზე მაგარი იყო, მაგრამ დაბერდა) და დანარჩენი მოყვარულების ნაკრები 2. ჩვენი მწვრთნელი მწვრთნელი არ არის — არ ჩანს არათუ მისი დახაზული და რეალობაში დანერგილი კომბინაცია, არამედ დამრიგებლური სამუშაოც კი. არც ავტორიტეტი აქვს. საიდან ჩანს ეს ყველაფერი: ბოლდვინი 5, 4 და 3 წუთით ადრე, მაშინ როცა 7-9 ქულას ვაგებთ, ისე ნელა გადმოდის მოწინააღმდეგის ნახევარზე, რომ აშკარაა 24 წამის სრულად გამოყენებას აპირებს; რატომ? 2-ჯერ ზედიზედ იგივე ბოლდვინი ბურთს ფლობს და 4 წამით ადრე ნაბიჯს აკეთებს საჯარიმოში, მაშინ, როდესაც ცხადია მისი მიზანი შესვლა არაა და ასეც ხდება და მერე უკან გამოდის და ან ვიღაცას ატენის ბურთს ისე რო 2 წამია დარჩენილი ან თავად ისვრის 9-ად მოკეცილი. და კიდევ რამდენიმე ასეთი, ყველაფერს ახლა და აქ ვერ დავწერ. 3. ჩვენი კაპიტანი კაპიტანი არაა — ძალიან დიდი მადლობა მას იმ თავდადებისთვის, რაც გამოუჩენია (5 დღეში 3 თამაში და ა.შ.) და საერთოდაც მისი პიროვნული ძალისხმევის შედეგია დიდწილად ის, რომ მანდ ვართ ახლა, მაგრამ ასეთი თავგანწირვა ხომ რიგითი მოთამაშის ამპლუაშიც შეიძლება? თორნიკე ზედიზედ მეორე თამაშია უპასუხისმგებლოდ იქცევა და საკუთარ ეგოს ვერ ერევა (რაც დიდწილად სორედაც მისი დამსახურებების გამო გაეზარდა და სამწუხაროდ ვერ გაუმკლავდა მას): ჯერ წინა თამაშში გინებები, მერე ახლა ძლივს გათანაბრებულ ანგარიშზე აბსოლუტურად უადგილოდ ზედიზედ ორჯერ ერთი და იგივე ილეთით ინდივიდუალური მცდელობა, რის გამოც წინ ვერ გავედით, კიდევ მერე ისევ ეგო, როცა სხვის მოთხოვნილ ჩელენჯს აუქმებს და საკუთარს კი ითხოვს (არადა თბილისიდან ჩანდა რო ტყუილად ითხოვდა). კიდევ არის რამდენიმე საკითხი და ისევ აქ ყველაფერს ვერ დაწერ, განვიხილეთ უკვე მეგობრებმა 4. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ფედერაციის პრეზიდენტი არაა — ევროპის ნაწილის მიერ სამარცხვინოდ სანქცირებული ისე, რომ კენჭისყრასაც ვერ დაესწრო და ბოდიში, მაგრამ პერენი, ბერას “სათამაშო”. განათლება ხომ არ აქვს, პროფესიონალიზმი არ აქვს, და თავმოყვარეობაც არ აქვს — მაგის ძმაკაცს არაბეთში რო სუყველაფერს აგინებდნენ მისგან 1 მეტრიდან, ტელეფონიდან არ აწია ტიპმა თავი და ამას ახლა ჯიგარი და “ჟილკა” უნდა მოსთხოვო? 5. ჩვენი ფედერაცია ფედერაცია არაა — მარტო ზედა პუნქტიც საკმარისია არგუმენტად. “ევროპა ბნელია და ცუდია” შემადგენლობას შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი აზრი და არ დამეთანხმოთ ხოდა “ბრატცი”, როცა არაფერი არაფერი არაა, რა შედეგებს ითხოვთ? 🙁
· მერკუციო 100%
· ა გამოჩნდა ამათი ნაპოვნი მწვრთნელის “დონე”, 5 კაცით მომინდომა ჩემპიონობა
· მერკუციო თოკო,შერმადინი და სანაძე წავლენ და მერე მართლა სანატრე ი გახდება ევრობასკეტი,ძალიან დიდი კრიზისია ახალი თაობის მხრივ,არ მოდის კარგი კადრები ნაკრების შესავსებად.ცარციძისთვის,ბეჟანიშვილისთვის და კიდევ რამდენიმე ბიჭისთვის შანსის მიცემა რა პრობლემაა,ფევაძე რითი სჯობს მათ?!და თუ სჯობს,საქმეში გვენახა ყველას შესაძლებლობა,არ შეიძლებოდა?!ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევაშიც მოიკოჭლა ფედერაციამ,ბუს წასვლის შემდეგ მკვეთრად გამოკვეთილი გამთამაშებელი ჭირდება ნაკრებს და არა გაუგებარი სტილისა და პოზიციის მოთამაშე,რომელიც ოპტიმალურ კონფიციებშიც არაა,სხვა ყველაფერთან ერთად.3 ქულიანების სტაბილური მსროლელი ხომ ნატვრის თვალად გვექცა,ყველაზე ცუდი გუნდი ვართ სამქულიანების რეალიზების პროცენტით(კვიპროსს არ ვთვლი)
· გვ ყველაზე ცუდი ის არის, რომ კალათბურთის ექპერტები და ვისაც უნდა ეკითხებოდეს აზრი არავინ არ არჩევს სიღრმისეულად დღევანდელ ქართულ კალათბურთში არსებულ უამრავ პრობლემებს, ეს ვითომც კომენტატორები ხომ საერთოდ საშინელება ამათი წაყვანილი ნებისმიერი რეპორტაჟი. ახალი თაობა საერთოდ არის? მოდის ვინმე ამათი შემცვლელი? სპორტულ ჟურნალისტებასაც მეტი მოგეთხოვებათ თუ არავინ არ ამოიღებს ხმას საჯაროდ მუდამ ასეთ ღრმა ჭაობში ვიქნებით.
· Levani-ს პრობლემა სანიკიძეში კი არა, ვინც ის ორ სკამზე დადო, იმაშია. არ იქნება სანიკიძე, იქნება ბოისა, რამე შეიცვლება? ნახევარი პარლამენტი უწიგნური სპორტსმენებით გაავსეს, აგერ ვითომ პრეზიდენტიც კი ყოფილი ფეხბურთელია. გინახავთ ან კალათბურთელების, ან რაგბისტების, ან ფეხბურთელების, ან მოჭიდავეების პროტესტი სადმე? ყველა ჩუმადაა, მაგიტომაც ვართ ამ დღეში.
· 912 ერთი თამაში გქონდათ მოსაგები და ისიც ვერ მოიგეთ, ჩვენი ნაკრები ვეფხვს გავს წრუწუნას გულით…როგორც კი ოდნავი წნეხის დადებათ ნულდებიან…
· ადამიანი ხელი თქვენ მოისვით ვინც დამიკომენტარა.დღეს შენგელიას თამაშმა წაგვაგებია 6 ქულა 11 დან 2 .იტალიასთან 0 ქულა.დაბერდა და უნდა მიხვდეს .ადრე ძლიერი იყონმაგრამ ახლა როცა დაგვჭირდა ვერ დაგვეხმარა. და კიდო ფედრაციამ უნდა დაიხუროს ქუდი და უნდა მიყვეს მედიაც რომ არ აშუქებს პრობლემებს.კალათბურთელის დამატება მესმის ლარკინი თურქეთში და იტალიაში ზანგი.რომელმების ამინდს ქმნიან გუნდში.ბოლდვუინს როცა აუდგება მაშინ თამაშობს და უკეთესი რატო არ ჩამოყავთ.ფედრაციის კისერზეა წაგება. 5 კაცის შემცვლელი არ გვყავს სკამი ნული.ანდრონიკაშვილი ძალათ გაზრდილი არანაირი მომატება.ჩვენი სუპერლგია სუსტია დაბიცით რატო კალათბურთის აკადემიები რაც არის 18 წლის მერე აღარბაგრძელებენ.და შესაბამისად იკარგებიან კალათბურთელები.აკადემიებს ყველას უნდა ქონდეს დაფინანსება რომ ა ლიგის გუნდი მაინც შექმნან ან ბ ლიგა ვინც მოიგებს გადავა ა ლიგაში.ბ ლიგაში ყველა აკადემიას უნდა ყავდეს გუნდი რათა თავისი გაზრდილი სხვაგან არ უნდა გარბოდეს.ფედრაცია ძირფესვიანად არის შესაცვლელი.1991 წლიდან სულ ასეთი ფედრაცია.20 გააუქმეს და 22 ბი შექმნეს ასეთი სიდებილე პირველად ვნახე.20 ბი უნდა იყოს და მერე ბ ლიგა ა ლიგის ქვედა.თუ ასე არ მოაწყვეს არაფერი გვეშველება.ბ ლიგა უნდა დაფინანსდეს ყველა აკადებია
· კიო იმედია ესპანეთი მოიგებს და ჯგუფიდან გავა. არ შეიძლება ამათი საცოდაობის ყურება. გულშემატკივრებმაც მოგვიგეს და მოედანზეც!ბრავო ვიტია სანიკიძეს
· მალხაზ ჯობავა სამოცი წლის გულშემატკივარი ვარ ჩვენი გუნდის მაგრამ, ჩემი აზრით ეს ბოლო ჩემპიონატია ალბათ ჩვენი გუნდისთვის, რომლის მომავალი ჩემპიონატი მინიმუმ 10 წლის მერე მესახება, რადგან მომავალი თაობა, ამათი შემცვლელები ჯერჯერობით არ ჩანს, ან არ ეძებენ ფართოდ გახელილი თვალებით.
· მორიელი გუნდი ვერ თამაშობს და რა აზრი აქვს ჯგუფიდან გასვლას სხვის იმედად? სჯობს სახლში წამოვიდნენ
· Levani ს და ვინც არ იყვნენ პარლამენტარები, მაგ ფედ-ის პრეზიდენტების გამოზრდილები ( თუ ვერ გამოზრდილები ) არ არიან ხუთეულის გარდა ყველა ?
· ! ბაქი-ბუქი,ბაქი-ბუქი,ახლა თურქეთმა უნდა მოგვსვას ადგილზე??
· – თუ პრობლემები ჰქონდა , არ უნდა გამოსულიყო საერთოდ.
· საქართველო სანიკიძემ რაო?გინება და მუშტი კრივი უფრო კარგად გამოგვდისო??
· – და ვინ ტოვებდა სასროლად , ბოლოს მაგან არ გააკეთა გაქცევა ? მე რასაც ვუყურე, გუნდური მოთამაშეა, კომბინაციური თამაშის, ამიტომაც დაიბნა. ვერაფერი გაიგო.
· მამუკა ბათუმი და ბოლო ტურში ყველა თამაში ერთ დროს რატომ არ დაიწყო?
· დათო სანიკიძე რამდენადაც მაღალი დონის სპორტსმენი იყო იმდენად დაბალი კვალიფიკაციის მენეჯერი გამოდგა, დალოცვილო ამხელა ფედერაცია გაბარია გასაგებია რომ შეიძლება შენ არ გეხებოდეს მწვრთნელის და ლეგიონერის მოძიება მარა ვინც რეკომენდაცია გაუწია ან ერთს და ან მეორეს ხომ შეიძლება იკითხო მაინც ვინ მოყავთ ერთია და ორ წელიწადში ნორმალური კომბინაცია ვერ დაუხაზა გუნდს მეორემ კი ათი სამქულიანიდან ორი თუ ჩააგდო გვიხარია აგერ ბოსნიელების პენსიონერმა ლეგიონერმა ლამის მარტო მოიგო ბოლო პერიოდი და თქვენ რა გჭირთ ფეხბურთის გუნდების არ იყოს სად პოულობთ ამ ხალხს
· zaza მარტო 5 კაცი ვერ ითამაშებს კალათბურთს, სათადარიგოები გინდა გყოლია გინდა არა ზარალის მეტი არაფერია. ანდრონიკაშვილს მგონი კალათბურთის თამაში დაავიწყდა ან კიდევ დარჩა სამოყვარული დონეზე, ოჩხიკიძე ძალიან შეშინებული თამაშობს და აშკარად სხვაგან არის. ბურჯანაძეც უკვე ვეღარ არის ნაკრების დონე, ჯინჭარაძე ვითომ მაგარი მცველიაო და რეალურად სამოყვარულო დონეა. შერმადინი გავიგეთ რომ ასაკშია მაგრამ კლუბში ბევრად კარგად თამაშობს და აქ ნაკრებში მგონი ფსიქოლოგიური თემაა ესე სუსტად თამაში. თოკო გადამწყვეტ თამაშებში რა ჭირს ვერ გავიგე გააფუჩა თამაში, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მამუზე და ბითაძეზე რა ვთქვათ ვერ ისვენებენ ფაქტიურად და ინდივიდუალურად მარტო სულ ვერ მოიგებენ იმიტომ რომ არცერთი არ არის არც დონჩიჩი და არც სუპერვარსკლავი რომ მარტო მოიგონ თამაშები, თავის საქმეს ეს ბიჭები აკეთებენ და მადლობის მეტი რა გვეთქმის. სანაძე მეტ ნაკლებად აკმაყოფილებს ნაკრების დონეს. ბოლდუინზე კარგი უნდა მოგვეძებნა აჯობებდა, მგონი ერთ-ერთი ყველაზე სუსტია აქამდე ნათამაშებ ამერიკელებს შორის ვინც ჩვენს ღირსებას იცავდა. სხვებზე რა უნდა ვთქვა არც აქვს აზრი. ახალგაზრდებშიც არავინ მოდის პერსპექტიულები რომ რაიმეს იმედზე ვიყოთ, ეს ნაკრები კიდევ სანატრელი გაგვიხდება თუ რაიმე არ შეიცვალა და არ გამოჩნდნენ კალათბურთელები.
· ფეხბურთი გინება უკეთ გამოგვდის, ჩვენი ძლიერი მხარე ესაა და ჯობია მივაწვეთ.
· – რა ჟილკაზეა საუბარი? ყოველდღე 35 წუთი პარკეტზე რომ ხარ ? პრობლემები ბევრია, 2-3კაცი თამაშობს, მაგრამ პროფესიონალი ვინცაა , იმათ ვერ დავუკარგავთ შრომას.
· დდდ გული მაშინ უნდა დაგწყდეს, როცა შენზე სუსტთან აგებ, ბოსნიამ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დიდი ვერაფერიშვილი გუნდია, ცოტათი ყველა საკალათბურთო კომპონენტში გვაჯობა გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც… ყველაზე გულდასაწყვეტი ის გახლავთ, რომ ბოსნიელებმა შემართებითაც გვაჯობეს – მათ ყველა თამაშში იბრძოლეს, ჩვენგან განსხვავებით, უბრძოლველად არავისთან არაფერი დაუთმიათ და ნეიტრალური გადმოსახედიდან, სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ჩვენზე მეტად დაიმსახურეს ჯგუფიდან გასვლა… ჩვენ კი ბერძნების იმედად ვრჩებით, აქ საჩვენოდ ის ფაქტორია, რომ ბერძნებს ორი უკიდურესად განსხვავებული არჩევანი აქვთ – ან პირველი ან მეოთხე ადგილი, ცუდი კი ის არის, რომ თუ ისრაელმა სლოვენიას მოუგო და პირველზე გავიდა, შესაძლოა, სწორედ მათთან თამაში აირჩიონ, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, პირველზე საფრანგეთი იქნება და მათთან თამაში არ უნდა აწყობდეთ, იანისით მოთამაშე საბერძნეთი კი ობიექტურად ესპანეთზე მთელი თავით ძლიერია ამ ეტაპზე… ცალკე თემაა, რამდენად მოინდომებს დონჩიჩი და კამპანია ისრაელის დამარცხებას – მაინცდამაინც დიდი მოტივაცია არც მათ უნდა ჰქონდეთ… მოკლედ, ჯერ სლოვენიას უნდა ვუქომაგოთ, მერე საბერძნეთს და შიგადაშიგ საკუთარ თავებსაც ვკითხოთ ხოლმე – ღირს კი, რომ ბერძნებმა ჩალაგებული ჩემოდნები ამოგვალაგებინონ და ევრობასკეტზე უფერული ყოფნა სამადლოდ გაგვიხანგრძლივონ?!…
· Levani ეს იცით რისი ბრალია ?! ყველგან არაპროფესიონალები , რომ არიან. სანიკიძეს რა უნდა პარლამენტში და ფედერაციაში? რამე გაეგება მართვის , რამე უსწავლიაი, წიგნი გადაუშლია ოდესმე?! ფესვებშია პრობლემა და ეს ფესვები სანიკიძეა. ქვეყანაში სადაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თან პარლამენტალია ის ქვეყანა სპორტშის წარმატებას ვერ მიაღწევს. ან ეს ინდა გააკეთო ან ის
· ლაშა ხედავ რომ ნაკრები თავდაღმართში მიდის, იტყვი რამეს და დეგესევიან (ნაცებს ნაკრების წარმატება არ უხარიათ, ლიბერალებს ნაკრების წარმატება არ უხარიათ და ათასი მსგავსი ბოდვა), ფედერაცია სხვა რა უნდა ზიან და მშვიდად ჭრიან ფულს ,ყველა კარგად არის. ასე როგორ გამოგირეცხეს ბიჭო ტვინი ასე რამ დაგაბრმავათ ვირის ტვინს ხოარ გაჭმევენ ასეთი მასიური გამოთაყვანება ერის ძალიან იშვიათია. გამოსაკვლევი ხალხი ვართ
· Gio1995 რა აზრი აქვს რომც წააგოს ესპანეთმა ამათ წვალებას ვუყუროთ და 40 ქულით წაგებას? შენგელია 10 დან 1 რო ჩააგდებს 30 წუთში რა თამაში უნდა მოიგო
· Guderian მერამდენე მატჩია ჯარიმებს აცილებენ? მერამდენე წელია სამიანებს ვერ ვისვრით სამაგიეროდ ყველა ვისაც არ ეზარება გვიგდებს, რა უნდათ ამათ ან ევროპის ლიგებში ან NBA-ში??? გახედეთ როგორი სტაბილურობით თამაშობენ, რა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ? ამიტომაც არის რომ არც დიდი გუნდებში არიან და არც დიდი სათამაშო დრო არ აქვთ… უბედურება ის არის რომ 5 კაცის გარდა არც არავინ გვყავს, მეორე ხუთეულს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდები ბევრად აჯობებენ მაგრამ ამათ ჯინჭარაძის მეთაურობით ნაყიდი აქვთ ადგილები ნაკრებში.. რა აზრი აქვს საბერძნეთის გამარჯვებას, ამ თამაშით სადმე გასვლას? 77:71 ლამის ექვსი შეტევა გააფუჭეს, სამიანზე კაცი ვერ გაყვანეს ჯიუტად ფარ ქვეშიდან და რაც მთავარია ბოლო წამამდე გაწელვა. იმედია ფეხბურთელები მაინც მიხვდებიან რას ნიშნავს ერისთვის თითოეული გამარჯვება
· * აბა სად ხართ ის ხალხი??ვინც ამტკიცებდით უეჭველი მოვუგებთ ბოსნიასო
· გოგა ნუ ნერვიულომთ ხალხო შევინახოთ ნერვები თორემ მაქსიმუმ 3წლიწადში აზერები სომხები მოლდოველები ვანუატუ და კუკის კუნძულელები რომ გადაახევენ კალათს თავზე მერე უხერხულია ემოციის გარეშე დარჩენა,ისე საინტერესოა ესპანეთთან მოგებას ზოგიერთმა ხბოს აღტკინებით რომ აღნიშნა და ტოტალიზატორის მონაწილეობას ლანძღვა-გინებით შეხვდა მაინტერესებს ესენი ესპანეთის 21წლამდელებს თუ მოუგებენ პატიოსან თამაშში,გუნდს რომელსაც ერთი დამუშავებული კომბინაცია არა აქვს ჯარიმებს 50პროცენტზე დაბალი სიზუსტით ისვრის აღარაფერს ვამბობ პერიმეტრიდან სროლაზე და ყველა ამათი მეტოქე სნაიპერის სიზუსტით ბომბავს კალათს რადგან ელემენტარულად არ იციან როგორ გადაკეტონ პერიმეტრი რაის იმედი უნდა გქონდეს
· მამუკა დარსაძის და კაპუსტინის შემდეგ სამიანების კარგი მსროლელი პრობლემაა გუნდში.
· ალექს ყველაზე სახასიათო მაინც ის მომენტი იყო როცა ოთხჯერ, ოთხჯერ ზედიზედ გვქონდა ბურთი და კომბინაციის ნასახი კი არა ბოლდუინი იდგა და მგონი ხელში რა ეჭირა და რატომ ვერ ხვდებოდა..ზედიზედ ოთხი თან ნაჩუქარი ბურთი. ეგ იყო წერტილი. ჯიკიჩი უნდა წავიდეს და ბოლდუინი მიყვეს.
· L.J. Dzalian cudi,tipebi ukve mervedpinalis metoqeebs irchevdnen:(((((chveni senia winaswar baqibuqi erti tamashis mogebis mere….
· !! ახლა ფეხბურთელების ჯერია??💔
· ირაკლი ზოგიერთ კალათბურთელს ფიზიკური, ზოგიერთს ფსიქოლოგიური(გვარს არ დავასახელებ), ზოგიერთს კიდევ კალათბურთთან აქვს პრობლემა. რავიცი ეს გუნდს არ ჰგავდა
· SOS ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა უკვე მერამდენე შემთხვევაა რომ გადამწყვეტ თამაშებს ვერ იგებენ,ასე იყო წინა ევრობასკეტზეც,როცა მონტენეგროს და ბულგარეთს ვერ მოვუგეთ და ჯგუფში ჩავრჩით!!
· საბა რატომ უჭირს შენგელიას გადამწყვეტი თამაშების კარგად თამაში ნაკრებში??
· ჯონი საერთოდ როგორ მოვხდით ევროპის შემპიონატზე (((( ჟილკა არ აქვს ნაკრებს (( რა ჯგუფიდან გასვლა …
· თფუ ბლიად ნეტა ესპანეთისთვისაც არ მოეგოთ. სამქულიანს ვერ ესვრის ვერცერთი დაბალი, 8 შეტევიდან ზედიზედ ერთ ქულას ვერ იღებ, კომბინაცია რომ არ გაქვს და 24 წამი ფაფხურში გადის. სულ რომ გათვათრიოს საბერძნეთმა იქ რა ჯანდაბა უნდათ ამათ
· kalatburti დიდად არ მესმის კალათბურთი მაგრამ თუ ვინმეს (უცხოელს) იწვევ ნაკრებში, მაგალითად ბოლდუინი, სამ ქულიანებს ვერ ისვრის, ბურთს აყოვნებს და რია გამო აქ?..
· Roberti შენგელიამ გააფუჭა თამაში.
· ფეოლა დიდებული სისტემაა ოლიმპიური სისტემა.წააგებ გავარდები
· R. M. ჯაკიჩი ყოფილა 0 გაუშვით პენსიაზე…
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
კარგი ამბავი – FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე – “ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა”
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
“წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი “ხულიგანს” ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს” – ესპანეთი გაოგნებულია
დეტალური განხილვა – ქართველი კალათბურთელების შეფასება
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
