[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა

[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
პსჟ-ის ნახევარმცველის ჟოაო ნევეშის ულამაზესმა მეგობარმა გოგონა მადალენა არაგაომ რადიო Mega Hits გადაცემა Cala-te Boca-ს ეთერში ახსნა, თუ რას ნიშნავს პორტუგალიელი ფეხბურთელის სამი თითით აღნიშვნა, რომელსაც ის გოლის შემდეგ აჩვენებს.
ირკვევა, რომ ეს ყოველივე არაგაოს დედამ საკუთარ ოჯახში დაამკვიდრა და სიყვარულის გამოხატულებაა. მას შემდეგ, რაც გოგონამ ნევეში გაიცნო, ამ ამბის შესახებ მოუყვა და პორტუგალიელი ვარსკვლავის მადალენას მიმართ სიყვარულს ასე გამოხატავს.
“დედაჩემმა გამოიგონა, რომ “123” ნიშნავს “მიყვარხარ”. თუ შორს ხარ, მაგალითად, ჩემგან ერთი კილომეტრის დაშორებით, “მიყვარხარ”-ს ყვირილის ნაცვლად, უბრალოდ თითებით ასე ვაკეთებ, “1 2 3”.
ეს იყო ჩვენი გამოგონება, რომელიც მხოლოდ ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა. ეს ჩემია, ჩემი დების, დედაჩემის და მამაჩემის… შემდეგ კი ჟოაოს შევხვდი… ის მყისიერად გახდა ჩემი ოჯახის წევრი, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
ერთ დღეს პარკში ვისხედით და ვსაუბრობდით, თუ როგორ იზეიმებდა ის გატანილ გოლს. ყოველ ჯერზე სხვაგვარად ზეიმი არ შეიძლება. როდესაც მან პირველი გოლი გაიტანა პსჟ-ისთვის, “მარსელის” წინააღმდეგ, მე პორტუგალიაში ვმუშაობდი.
ჩვენ ვახშამი გვქონდა და შემდეგ თამაშს ვუყურებდით. მან გოლი გაიტანა და “123” აჩვენა. როდესაც ეს გააკეთა, დედაჩემმა ტირილი დაიწყო, ჩემმა და მარიამაც ტირილი დაიწყო და მეც ავტირდი, მთელი ოჯახი ვტიროდით და ამის ვიდეო მაქვს. მან ამის შემდეგ “123” თავის გოლის აღნიშვნად გახადა”, – თქვა არაგაომ.
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ – ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
“სიტი” პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი – პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
[PHOTO] ასეთი რამ გაუკეთეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა თანაგუნდელს – რა მოხდა სუპერ თასის შეხვედრის დასრულების შემდეგ
“კვარა” ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
“ტოტენჰემთან” მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ