მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.
მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, ქოჩორაშვილთან კონტაქტისას ტორესი საჯარიმოს ხაზთან წაიქცა, ეპიზოდი მსაჯმა გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა. სწრაფი კონტრშეტევისას პორომ კვარაცხელია ხელით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი სახიფათო მომენტი ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ოიარსაბალის თავური არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კი პინომ მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მორიგი იერიშისას პირისპირ გასული ტორესი მამარდაშვილმა წააქცია და თავად ტორესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგიმ მოიგერია. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას და შეტევას ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ შეხვედრის სურათი არ შეიცვალა, ოიარსაბალს მამარდაშვილმა არ გატანინა, ტორესმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ორჯერ ჩვენი გუნდის კარი ძელმა იხსნა, მერე კი ოიარსაბალმა საჯარიმოდან გაგვიტანა. ქართველი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში ბურთს ვერ იჭერდნენ, მეტოქე, რომელიც კლასით ჩვენს გუნდს აშკარად აღემატებოდა, ზეწოლას აძლიერებდა. მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა – კიტეიშვილის, კვარაცხელიას და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გაგნიძე, დავითაშვილი და კვერნაძე შეუშვა, რითაც არც არაფერი შეიცვალა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს ქოჯაელში თურქეთთან გამართავს.
ესპანეთი – საქართველო 2:0
გოლები: 1:0 პინო (24), 2:0 ოიარსაბალი (64)
გამოუყენებელი პენალტი: ტორესი (30, ესპანეთი)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (აზაროვი 81), გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 69), მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 86), კვარაცხელია (დავითაშვილი 69) , მიქაუტაძე (კვერნაძე 69)
· რაგბის ფანი არც ერთი თურქი არ დაწერს თურქეთის წინააღმდეგ “გაუმარჯოს საქართველოსო”. მაგრამ საქართველოში გამოერევიან ასეთები. თან დამლაიქებლებიც ეყოლებათ!
· ფეოლა ასეთი იდიოტური ტაქტიკითაც კი ორნიშნა ანგარიშით წავაგებდით, მამარდას რომ არ ეყოჩაღა. რა აზრი ქონდა ასეთი კურდღლური ტაქტიკით თამაშს? ეს კაშია კიდევ ერთი სანერვიულო დაგვემატა. დაგვანებე რა ბიჭო თავი, ღმერთი არ გწამს?
· . კუთხურიდან გამწვავებაზე აღარ არის საუბარიო,კი თქვი,მაგრამ სწორედ იქიდან უნდა დაგეწყო,საუბარი.აუტიც სტანდარტია,კუთხურიც და ჯარიმაც.ძალიან ბევრ კლუბში თუ ნაკრებში,სტანდარტულების მწვრთნელი ცალკე ჰყავთ და გოლებოს საკმაოდ დიდ ნაწილს,სწორედ სტანდარტებიდან იტანენ.ჩვენ ნაკრებში,არც ერთი მწვრთნელის ხელში სტანდარტებზე ნამუშევარი არ ჩანდა,თორემ სსრკ ნაკრებში,საკმაოდ დაბალ რამაზ შენგელიაზე ჰქონდა გაკეთებული კუთხურები,ლობანოვსკის და მას გაჰქონდა გოლები ან საგოლე პასები,თავურით.აუტიც,სხვა სტანდარტების მსგავსად,გუნდური სამუშაოა,რამდენიმე ფეხბურთელის კოორდინირებული მოქმედებით და ჯერჯერობით მაგის დამუშავებამდე ვერ განვვითარდით.
· ვოოტ სიმართლეს გაუმარჯოს და საქართველოს ნაკრები ისევე იმსახურებს ამ ჯგუფიდან გასვლას, როგორც ზაირის ნაკრები 1974 წლის მუნდიალზე, რომლებმაც ისე ამოყვეს თავი გერმანიაში, რომ ფეხბურთის წესები ბოლომდე არც იცოდნენ, თუმცა თუ ისევ სიმართლეს ჩავყვებით, ესპანელებმა ორივე გოლი ნაჩუქარი სტანდარტულებიდან გაიტანეს… ჩვენი ნაკრების ასეთ უსუსურ თამაშს ერთადერთი გამართლება შეიძლება, ჰქონდეს – თუ სამი დღის შემდეგ ეს ჩვენი მოხარშული ქათმები მძვინვარე ლომებად გადაიქცევიან და თურქებს მათსავე მოედანზე დააჩოქებენ… ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სანიოლი უნდა გადადგეს…
· ირაკლი17 მე,ეხლა არ ვაპირებ აქ პოემების წერას, ისედაც გასაგებია ყველაფერი და სალაპარაკოც ბევრი აᲦარ დარᲩა. ასეუჯიგროდ და ასე უსისხლოდ მოᲗამაᲨე ნაკრები მე პირველად ვნახე. ვინც რა არ უნდა Თქვას და “გააპრავოს” მე ამ უსუსურ ᲗამაᲨს არ დავივიწყებ და მაგაᲗ არ ვაპატიებ აი ასეᲗ ფურᲗხს ქვეყანაზე. პ. ს ადრე მესმის რომ Ძალიან გაგვახარეს და მაგისᲗვის სულ მადლობას ვეტყვი, მაგრამ ის წარსულია. მᲗავარი არის რა ხდება ახლა. აწმყოა გადამწყვეტი.
· ნიკი ისედაც არაფრის Შანსი მაინც ესპანელებს Соединения. პენალტი საკამაᲗო დანიᲨნა(კონტაქტამდე დაიწყი ტორესმა წაქცევა), მეორე გოლის მომენტᲨი ხელმეორე ჯარიმა არ უნდა დაენიᲨვნა, ორიი კუᲗხური აᲩუქა ესპანელებს.
· დათო გასული ევროპის ჩემპ. გამოძახილია დღევანდელი თამაშიც ქებით რომ გახეთქეს თურქეთთან წაგების, ჩეხებთან ძლივს ფრედ და პორტუგალიის მიცემული თამაშების მერე.მე პირადად სიმართლეს ვიტყვი: ვგულშემატკივრობ ლეგიონერებს სხვადასხვა ევროპულ გუნდებში და არა ნაკრებს. გუნდური თამაში, ერთობა ქართველისთვის ისეა როგორც ვირისთვის მეცნიერებათა აკადემია.ინდივიდუალურ სახეობებში კიდევ ჰა და ჰა…
· გიორგი წაგებაც არის და წაგებაც გასაგებია რომ ესპანეთია მაგრამ გვეთამაშნენ ფაქტიურად მეორე შემადგენლობით და ჩვენ აგერ 5–6 ფეხბურთელი გყავს ევროტურნირებზე მარტო 4 ჩემპიონთა ლიგას თამაშობს ვიყავით ობტიმალური შემადგენლობით ჩაკვეს გარდა ყველა გყავდა და ვითამაშეთ ისე როგორც თამაშობს ანდორა სან მარინო და ლიხტენშტეინი 0 დარტყმა 0 კუთხური 0 შეხება მოწინაღმდეგის საჯარიმოში და 100 პასი თუ გავაკეთეთ ეგეც საკითხავია 90 წუთი ამ ფორმაცის საქართველოს ნაკრების ყველაზე სამარცხვინო მატჩი იყო ეს მატჩი თუ ასე თამაშს აპირებდნენ ჩვენც მეორე შემადგენლობა და დაგვესვენებინა ლიდერები.
· გიო ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და ესენი რა სპორტის სახეობას აწვებობდნენ იცის ვინმემ. სირცხვილია, რა მსოფლიო ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
· იკა სანიოლი და ფედერაციის ბანდა უნდა წაეთრნენ სასწრაფოდ. ფეხბურთელები კი უსაცოდავესები იყვნენ, სირცხვილია, იმათაც და ამათაც ფეხბურთელები ჰქვიათ ????????????????/////
· ardiles78 ნეტა,თურქებთან რისი ან ვისი იმედი გვაქვს?ძალიან იმედგაცრუებული და შეურაცყოფილიც ვარ დრევანდელი,მაპატიეთ,ბოდიალით.აბა,ამას თამაში როგორ დავარქვა??
· გია ისტორიას არ ახსოვს მითებს და ლეგენდებს თუ არ გამოვეკიდებით მიცვალებული გაცოცხლებულიყოს,ასეთი მიცვალებული გვყავს ეროვნული ჩემპიონატის სახით,რაც არ უნდა სახელმწიფომ ფედერაციის ხელით ხელოვნურ სუნთქვაზე იგივე დოტაციაზე ყავდეს მაინც არაფერი გამოვა და არ ჯობია ის მილიონები ესპანელი სპეციალისტების ჩამოყვანაზე მიმართოს, ეგ დალოცვილები თუ ასეთ ფეხბურთელებს ამზადებენ ესპანელი ბავშვებისგან ჩვენთან რა ღმერთი გაუწყრებათ ამ შესაძლებლობის ფეხბურთელების მესამედი მაინც ვერ გაზარდონ,პირველად უყურე თამაშს 40 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე ერთი გუნდი არათუ კარში კარისკენაც ვერ ახერხებს დარტყმას და ამ დროს გუნდში გვყავს 80-40-35 და 10 მილიონიანი ფეხბურთელები,აბა ასე რომ დაითვალოს კაცმა ესპანეთის მეორე ვიმეორებ მეორე შემადგენლობას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა
· რაგბის ფანი რა უაზრო კომენტარებს წერთ? 20-მდე თვლა იცით? ჩვენ გვჭირდება უკეთესი ბურთების სხვაობა თურქეთთან და არა ესპანეთთან გმირული წაგება. ცოტა დაფიქრდით.
· David რა ტაქტიკითაც სანიოლმა ათამაშა ნაკრები ესაა ყველას შეურაცხყოფა. მესმის ესპანეთია და შენზე მილიონჯერ ძლიერია. მაგრამ: აღარ გავაგრძელებ, იმდენი არგუმენტი მაქვს რომ დავიღლები წერით და ღირსებიც არ არიან არც მწვრთნელი, არც მეკარე და არც ფეხბურთელები რომ მაგათზე კიდევ დრო დავკარგო👎👎👎
· gio საცოდავები…………..
· AA რა თევდორე მღვდელი, რა ისტორიის წიგნი. რა სუაშია ფეხბურთთან, ან რა იცი რა წამიკითხავს. 🙂 მამარდამ ხელით ვერ აიღო და კაშიას თავით უნდა მოეგერიებინა? ისტორიაზე მეტად მგონი ფიზიკაა ეგ, რომ ბურთის სისწრაფეს არ ვითვალისწინებთ და გამეორებით ვმსჯელობთ. გამეორებაზე ნახევარი სისწრაფით ჩანს და ზოგჯერ შეცდომაში შევყავართ.
· გაუმარჯოს თურქეთს!!!! 50 წელზე მეტია რაც ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებ და ასეთი საცოდავი და უსუსური ტაქტიკით მოთამაშე არც გუნდი არ მინახავს და არც ნაკრები. 0 დარტყმა მოწინააღმდეგის კარში!!! გაგიგიათ ხალხო? ჟორჟი და კვარა გყავდეს და 0 დარტყმა. არც ერთი დასამახსოვრებელი შეტევა ან შეტევის მაგვარი მაინც. ეხლა გეკითხებით: ასეთი ნაკრების მწვრთნელს ხომ უნდა აეკრძალოს სამუდამოდ მწვრთნელობა? ჯერ კიდევ ევრომდე ვამბობდი რომ გასაშვები იყო, მაგრამ ვინ გისმინა? არც ეგეთი ქართული ფეხბურთი მინდა და არც ეგეთი ნაკრები! ყელშია ამოსული ამ საცოდაობის ყურება. თუ გინდათ რომელიმე ნაკრები დაწყევლო, მეორე ნომრად თამაში უსურვეთ. მე ასეთი დაბნეული და ჯორივით თავის საჯარიმოში დამდგარი საქართველოს ნაკრები არ მახსოვს. ამიტომაც, სანამ ეგ ფრანგი პრაქტიკანტი ეყოლება ჯიუტად უმაქნის ფედერაციას ნაკრების სათავეში, მანამდე ვუგულშემატკივრებ მოწინააღმდეგე გუნდებს! გაუმარჯოს თურქეთს, ვუსურვებ ესპანეთთან ერთად ჯგუფიდან გასვლას! პირდაპირ ჩაკლეს შემტევი ქართული ფეხბურთი! წარმოგიდგენიათ? მამარდა რომ არ გვყოლოდა მინიმუმ 10-0 უნდა წაეგოთ ამ საცოდავებს ესპანეთის მეორე შემადგენლობასთან. სულ კარგად ბრძანდებოდეთ!
· გიორგი ეს რა იყოო შოკში ვარ ასეთ თამაშს არ ველოდი 90 წუთი ნაკრები კარში რომ ვერ დაარტყამს 3–4 სწორ გადაბმულ პასს რომ ვერ გააკეთებს კუთხურს რომ ვერ მოაწვდის და საჯარიმოშიც კი რომ ვერ შევა ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს იმ ნაკრებს რა უნდა მსოფლიო ჩემიპიონატზე?
· გეო სად დაინახე ჩვენების კუთხური ამ მატჩში?
· გეგი მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია რომ კიდევ დაგვინდეს ესპანელებმა.
· Willy David Frédéric Sagnol. დავითი-ს Suis-je un lâche ? Comment oses-tu me traiter de lâche ? მე არ ვარ შიში და მე არ მეშინია შიშის
· თენგიზ გოძილაური 81 ში რაღაც ჭე კლასის ტურნირი მოიგეს გედეერის ჭე კლასის გუნდთან და მართლა დაიჯერეს რომ ფეხბურთის ნიჭი აქვთ გჲურჯებმა😂
· L.J. Meore golis dros jer goglichidze megobaro burtis tu geshinia kedelshi ar unda dadge da meore dartymaze kashom tvali teslurad gaayola ai sagol ra…mamarda ki gagvivarjishes sakmaod :)))
· Lasha სვარაუდოდ დიფსტეიტმა დარეკა ბიჭებთან და აუკრძალა თამაში )) წლები გავა და ვინმე მოყვება სიმართლეს
· გელა უბრალოდ სირცხვილია! როგორ შეიძლება ასეთ გუნდს პრეტენზია ჰქონდეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის. იქ უფრო შეგვარცხვენს. ბურთს უბრალოდ 3 წამზე მეტს ვერ იჭერენ!
· zura222 კიდევ ცუდი ამბავიი თურქებთან ბურთების სხვაობის იმედი მქონდა და ბულგარელები დალეწეს სტუმრად 6-1 @ ეხლა ორივეს 0 გვაქვს სხვაობა მაგრამ თურქებს 9-9 და ჩვენ 5-5 და მეეჭვება ჩვენც 5 ბურთის სხვაობით მოვუგოთ ბულგარეთს.ერთი იმედი მაქვს რომ ესპანეთი ამოტენის თურქებს სახლში მინიმუმ იგივე 6 ბურთით
· ნიკი ბიᲭებს მადლობა. ისე რამხელა განსხვავებაა კლასᲨი, ᲗიᲗქოს სხვადასხვა პლანეტებიდან ვარᲗ. სისულელეა Შედარება, მაგრამ მაᲨინდელი(1981) საქარᲗველოს ნაკრები(იგივე დინამო Თბილისი), რომ Შეხვედროდა ესპანეᲗის ნაკრებს, არა მგონია ასეᲗივე ᲗამაᲨი(0 დარტყმა, 17% ბურᲗის ფლობა) ყოფილიყო. რამხელა რეგრესი განვიცადეᲗ ფეხბურᲗᲨი
· AA აი მაინტერესებს ვაისს რა შემადგენლობაც ყავდა მაკედონიასთან, მაგ შემადგენლობითაც გაგვიყვანდა სანიოლი ევროპაზე? დედა რომ ვაგინეთ ვაისს და ისე გავაგდეთ.. ვაისის დროს ინიესტას ესპანეთს მოვუგეთ, (ამხანაგური იყო მაგრამ მაინც, არც ჩვენ გვყავდა ასეთი შემადგენლობა) მოკლედ რაა.. საუბარიც არ მინდა ისე მომეშალა ნერვები.
· გიორგი 61 კიდევ კარგი არ გაგვიუპატიურეს ფეხბურთელები. მაგის გარდა ყველაფერი გვაკადრეს. კარში დარტყმა 24-1. ეგ არის ფეხბურთი?!
· რაგბის ფანი AA – შენ ალბათ სხვა თამაშს უყურე. ბურთი კაშიას ხვდებოდა, ტიპი გაიწია და გაატარა ჩვენი კარისკენ. თევდორე მღვდელი იცი ვინ იყო? ისტორიის წიგნი წაგიკითხავს?
· კკკ სანიოლი უნდა წაეთრეს
· კახა ასეთი უსახური,უილაჯო,უსისხლო და უთავმოყვარეო თამაში არ მინახავს. რა უბედურება იყო ეს. რა ტაქტიკა და სტრატეგია ვერ ვხვდები. ესაა ქომაგების ძალიან დიდი უპატივცემულობა. ასე როგორ შეიძლება.
· L.J. Viliko
· რეალობა ამ თამაშზე სალაპარაკო არც არის რა, ძალიან ადვილად რასაც ქვია დაგვჩაგრეს. ამ თამაშმა ესეთი ასოციაცია შემიქმნა მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფალავანი მძიმე წონოსანი კუბელი ლოპეს ნუნიესისთვის რომ გამოეყვანათ 70 კილოიანი ფალავანი, აი ისე აუღებდა 4 ქულას და მერე თამაშს დაუწყებდა არ წააქცევდა და ის ძვრასაც ვერ უზამდა და ესე ხალისით და თამაშით გაიყვანდა დროს. ესპანეთმა ჯერ რამდენი გააფუჩა, რომც მოენდომებინა ბევრსაც გაგვიტანდა. კვარაცხელიას ან მიქაუტაძის მაგივრად აჯობებდა კიდევ ორი მცველი დაეყენებინათ რა აზრი ქონდა ბურთი მაინც არ ქონდათ და დაცვაც გაძლიერდებოდა. სანიოლის მიზანი იყო დიდი ანგარიშით არ წაგვეგო და ეს მიზანი შეასრულა. მთავარი ბრძოლა წინ გველოდება თურქებთან, დაცვაზე რა უნდა ვთქვათ სულ ერთი გუნდი რომ უტევს და მეორე სულ უკან დგას და ამ დროს სულ დაცვაზე რომ არის წნეხი იქნება შეცდომები აბა რა იქნება.
· ანაგელი ესპანელები ფეხბურთს თამაშობდნენ 90 წუთი, ჩვენ ხელს უშლიდით 90 წუთი. კარში დარტყმას რო თავი გავანებოთ, ერთხელაც ახლოს მივედით მეტოქის კართან. სირცხვილი უბრალოდ ლამაზი სიტყვაა, შევრცხვით😰
· ლევანი ეს იყო, აშკარად არ თამაში. არ დაიღალოთ, არ იბრძოლოთ, ემანდ ყვითლები არ მიიღოთ, მაინც წავაგებთ, თავი რატომ მოვიკლათ, აი თურქებთან ვითამაშებთო, სულ რომ 5:0 მოვუგოთ თურქებს, მე ამ სირცხვილს ვერ დავივიწყებ. წაგებების მეტი რა მინახია, მაგრამ ეს, ეს რა იყო? და რომ არ გვეთამაშა, იქნებოდა 3:0 მე მერჩივნა ნამდვილად.
· პაატა 96 წუთი კუთხური-0 კარში დარტყმა-0 ბურთის ფლობა-17% პასი-172 ესპანეთი,რომ ძლიერი გუნდია, ვიცით. მაგრამ, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი ჩვენი მხრიდან
· L.J. Tamashis win baqibuqi mahari vicit,daiwyo tamashi da ras vxedavt???ususur gunds aravitari pantaziit,kvara jorji,kite mainc daesvenebina ase mcared tu apirebda vikiko trakis micemas:(((((
· ზაზა შეიძლება ახლა უადგილოა ამაზე აქცენტირება მაგრამ, ვინემემ ამიხსენით, აუტის ჩაწოდება რატომ არ გამოსდით ჩვენებს? ნუ კუთხურიდან გამწვავებაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი.
· დავითი რომელ მომენტებზე იძახი,მითხარი თუ ძმა ხარ და ხმას არ ამოვიღებ)))
· იკა “უშანსოდ დამარცხდა”, მარყლაც პირდაპირი მნიშვნელობით არცერთი ჩანსი არ შეგვიქმნია ესპანელების კართან. ნუ თავს ზემოთ ძალა არ არის
· დავითი ყველას გვესმის რომ ესპანეთია ,მაგრამ ეს შეშინებული ტაქტიკა ტა იყო ? აააა ,მივხვდი, ბევრით ნოლი არ უნდა წაგვეგო. მშიშარა მწვრთნელი გვყავს და ეგაა სიმართლე.
· AA მოკლედ რა, დასაბრალებელ ობიექტს არ ეძებდეთ ხოლმე. მამარდაშვილს თავთან რო გაუვიდა იმას რატომ არ წერ, თუ ჯერ გმირია და არ ვეხებით.. არ იყო ასე მამარდას ბრალიც მაგრამ კაშიაზე მეტად იყო… და საერთოდ სანიოლმა წააგო ეს თამაში დაწყებამდე. ეგ არის ბულგარეთს რომ ვაჯობებთ ეგეთი დონის მწვრთნელი.. კარგ თაობას ვაფუჭებინებთ
· Lasha საგოლე მომენტების რეალიზებაში გვიჭირს, სიზუსტე გვაკლია დამაგვირგვინებელ ფაზაში!!
· იასონა კუთხურსაც რო ვერ ჩააწვდი90 წუთის განმავლობაში იმას ნიშნავს რო მწვრთნელი ბაიბურში არარი ბიჭები დავალების გარეშე ძუნძულებდნენ
· რაგბის ფანი თევდორე მღვდელი ხმალს გადაეღობა და მტერს მიმართულება შეუცვალა, ლგბტ კაშიამ ბურთი აიცილა და ჩვენი კარებისკენ გაუშვა.
· სირცხვილია მასეთ 2:0 მერჩივნა 7:0 წაეგოთ, მარა ფეხბურთი ეთამაშათ ჩვენებს
· ლაშა ბევრჯერ წაგვიგია ამაზე დიდი ანგარიშით მაგრამ ეს იყო ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი თამაში რაც კი მინახავს. პრინციპში სხვა ნაკრების თამაშიც არ მინახავს ასე პირველივე წუთიდან განწირული
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
