[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს – თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა

უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო მატჩში თბილისის “დინამო” ძირითად დროში მინსკის “დინამოსთან” 0:2 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში 2:2 დაფიქსირდა, პენალტების სერიაში კი მეტოქემ გაიმარჯვა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ, პენალტი მოიპოვეს, მაგრამ ვოსკობოინიკოვის დარტყმული ბურთი ჩოჩოშვილმა მოიგერია. მოწინააღმდეგემ შეტევები გააგრძელა, ორი გოლი გაიტანა, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
ჩვენმა გუნდმა წინა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოსნიის “ზრინსკის“ და კვიპროსის „აეკს” მოუგო.
დინამო (თბ) – დინამო (მინსკი) ძირ. დრო 0:2 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 ვოსკობოინიკოვი (56), 0:2 ჟეჩკო (68)
გამოუყენებელი პენალტი: ვოსკობოინიკოვი (51, დინამო (მნ)
დინამო (თბ): ჩოჩოშვილი, გლუნჩაძე, ლომიძე, დიაკონიძე, ხუციშვილი (ნიკვაშვილი 71), ძნელაძე (წულაია 46), ბერელიძე (გვაზავა 59), დანელია (ნათენაძე 71), ოდიკაძე (მიქაუტაძე 59), გვასალია, დოლტმურზიევი
· ბევრისმომსწრე “საზოგაფოებროვი ტელევიზოით” ვუყურე პირველ ტაიმს… დ ა უ ჯ ე რ ე ბ ე ლ ი ა !!! ეს როგორ მოახერხეს ?!
· toy კარგით რა, რას ელოდით სხვას მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი ერთ ინგუშშზეა ჩამოკიდებული.
· SOS “არა შეჯდა მწყერი ხესა”!
· დათო თქვე გაჭირვებულებო ევროპიდან ვერ ჩამოგყავთ ნორმალური სპეციალისტები გასაგებია მარა ბელორუსიიდან ან შრი-ლანკიდან მაინც მოიყვანეთ ვინმე რომ ამ ბავშვებს აუხსნას თუ რა არის ფეხბურთი,სამარცხვინოები ხართ აკადემიის ადმინისტრაციიდან დაწყებული გუნდის წევრებით დამთავრებული,ვიღაც წერდა დინამოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშიო აბა მინსკის აკადემია პირველი ყოფილა,სანამ პროტექციონიზმი ფულის გათეთრება და ღიპიანი ქართველი ტრენერების რომლებიც მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ არ აილაგმება სანამ მეტნაკლებად ნორმალურ სპეციალისტებს არ მოიწვევენ განსაკუთრებით ესპანელებს მანამდე შედეგი იქნება ამაზე სამარცხვინო ჯერ ამათმა პირველი თამაში როგორ მოუგეს მინსკელებს ეგ არის საოცარი და მერე არათუ აკადემიის მწვრთნელი არამედ შემთხვევითი გამვლელი მოახერხებდა 45წუთში ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას, ხურცილავას ძოძუაშვილის ჩივაძის პატრონი სად პოულობენ ამ ცენტრალურ მცველებს ეს არის კიდევ ერთი განტოლება
· 912 უბრალოდ გაყიდეს თამაში
[PHOTOS] “ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე” – 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
[VIDEO] თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
თბილისის “დინამოს” ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
“დინამო თბილისი” საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
“შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს” – ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის “დინამო” ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ლეგენდების მატჩში თბილისის “დინამომ” “აიაქსი” 5:2 დაამარცხა