ძალიან მნიშვნელოვან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ტიერ1-ის იაპონიასთან 23:25 დამარცხდა.
შეხვედრა ლამაზი სანახავი გამოვიდა. „ბორჯღალოსნები“ დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ლელო ვერ დადეს და სწრაფი კონტრიერიშისას ლელო იქით მიიღეს. მერე სტუმრებმა ორი საჯარიმო გამოიყენეს, „ბორჯღალოსნებმა“ ერთი და პირველი ტაიმი 6:16 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარ შერკინებაში დავჯარიმდით და იაპონიამ ანგარიში გაზარდა. აბჟანდაძემ მალე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა. კონტრშეტევისას ტაბუცაძემ ლელოს გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენა. ხანგრძლივი მიძალების შედეგად თაფლაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. ცოტა ხანში მეტოქემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ისევ შეუტია ჩვენმა გუნდმა, ლელო-გარდასახვით წინ გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს დავჯარიმდით, რაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა და დავმარცხდით.
გამარჯვება ან ფრე მსოფლიოს რეიტინგში სასურველ 12-ეულში ადგილის შენარჩუნების და კენჭისყრაზე მე-2 კალათაში მოხვედირს შესაძლებლობას გვაძლევდა, თუმცა წაგების გამო მესამე კალათაში გადავინაცვლეთ.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ნოემბერში აქამდე სახლში აშშ-ს 43:30, კანადას კი 38:17 სძლია.
თბილისის. „მიხეილ მესხი“
საქართველო – იაპონია 23:25
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
· კოტრ სათამაშო დისციპლინა და ინტელექტი გვაკლია. ამიტომაც დავმარცხდით 😟
· tngh აშკარად გასატანი ჯარიმა, I ტაიმში, რომ დაგვერტყა და გაგვეტანა… მოვიგებდით. იმედია, შემდეგში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ.
· გიორგი მამამთავრიშვილი აშკარა ჯარიმას რომ აკეთებს იქ, სადაც ასე ძალიან ფრთხილად რომ უნდა ვყოფილიყავით, რა ჰქვია ამას?! ჩვენმა თავმა წაგვაგებინა ისევ და ერზტი კაცის შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. და ეს პირველად არ მოხდა, რომ მამამთავრიშვილი ასეთ უხეშ შეცდომას უშვებს. ასე ხდება ყველა თამაშში
· Napoleoni კალაᲘს დედაც ბოლოსდაბოლოს 5 წელი ტიერ 1 გუნდებᲗან აᲦარ გვაᲗამაᲨებენ. . .სავარაუდოდ ეს ქარᲗულ რაგბს(ᲦმერᲗმა ქნას ვცდებოდე)გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს,რაც არის კიდეც Ჩვენი ევროპელი “მეგობრების”მიზანი
· KOSTAKURTA BOLOS MAINC UDICIPLINO UPASUXISMGEBLOBIT GAMOCVEULI SHECDOMA!!!
“ბორჯღალოსნები” | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
“იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას” – მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
“ბორჯღალოსნები” | იაპონია თბილისში მოდის
“ბორჯღალოსნები” | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან
10 წლის შემდეგ პირველად – “ბორჯღალოსნებმა” იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
“ბორჯღალოსნები” | ნამატით კანადასთან
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი – საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
“რათა შეცდომები არ განმეორდეს” – რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
“ბორჯღალოსნები” | ჩვენ და იაპონია
“ბორჯღალოსნები” | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
“ბორჯღალოსნები” | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში




