ევროპის სუპერთასზე პსჟ-მ პენალტების სერიაში “ტოტენჰემი” დაამარცხა და პირველად მოიპოვა ტიტული.
„პარი სენ ჟერმენმა“ თამაში ახალი მეკარით, დისკვალიფიცირებული ნევეშის გარეშე და შემტევი შემადგენლობით დაიწყო. თავიდან ფრთხილი, თანაბარი თამაში იყო, პირველი მომენტი „ტოტენჰემმა“ შექმნა, როდესაც რიშარილსონის დარტყმული ბურთი შევალიემ მოიგერია. პარიზულ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო, სპარინგი არ ჩაუტარებია, ფორმაში არ არის, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და ვან დე ვენისგან გოლიც მიიღო.
მეორე ტაიმი ლონდონელთა შეტევებით დაიწყო და რომერომ თავით დალაშქრა შევალიეს კარი. პსჟ თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჯერ კვარაცხელია ფაბიან რუისით, შემდეგ კი ბარკოლა, ზაირ-ემერი და დუე მბაიეთი, ლით და რამუშით შეცვალა. ცვლილებებმა გაამართლა, ლიმ და რამუშმა ვიკარიოს გაუტანეს, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში პსჟ-მ იმარჯვა.
მომდევნო მატჩს პსჟ 17 აგვისტოს ჩაატარებს – ლიგა 1-ის პირველ ტურში გასვლაზე „ნანტს“ შეხვდება.
პსჟ – ტოტენჰემი 2:2 (პენ 4:3)
გოლები: 0:1 ვან დე ვენი (39), 0:2 რომერო (48), 1:2 ლი (85), 2:2 რამუში (90+4)
· . არ იყო სისწრაფეები,არ იყო მეკარის და დაცვის კოორდინაცია.ეს მოსალოდნელიც იყო,ისინი ხომ სულ ერთი კვირაა,რაც შეიკრიბნენ და მეკარემაც,პირველად ითამაშა გუნდში,მაგრამ შეცვლების შემდეგ,მაინც შესძლეს ტემპის მომატება და ტოტენჰემს თავი უკვე გამარჯვებული რომ ეგონა,მაშინ შემოუტრიალეს თამაში.გამარჯვება ცუდი თამაშის ფონზე!სწორედ ეს არის კლასის ნიშანი.ლუის ენრიკესაც ემოციებზე ეტყობოდა,რომ ამ თამაშში აუცილებლად გამარჯვება,მის მიზანს არ შეადგენდა.ეს თამაში, სეზონისათვის მზადების სქემაში ერთი,რიგითზე ცოტა მეტი მნიშვნელობის თამაში იყო და თუ მოიგებდნენ,ძალიან კარგი,მაგრამ თუ წააგებდნენ,არც მაგაზე მოიკლავდნენ თავს.მოიგეს,კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლნენ და ახლა ჩვეულებრივად გააგრძელებენ ახალი სეზონისათვის მზადებას,რომელიც გაცილებით რთული იქნება პსჟსათვის.სტარტი კარგია,მთელ სეზონში შარშანდელივით წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.
· გიორგი 3 ვულოცავ ჩვენს ბიჭს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებას! მაგრამ როცა წონაში აქვს მომატებული და ჩვეულ ფორმაში არ არის, მისი ყურება ცოტა ძნელია, ვიცით რა მისი შესაძლებლობები.
· მირო ტოტენჰემს კლასი არ ეყო,აირია ბოლოში და სწორად ვერ ითამაშა.
