[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე “მარსელს” მოუგო – კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა

საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-მ „მარსელი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
მცირე ტრავმის გამო „პარიზთან“ მატჩის გამოტოვების შემდეგ, დაბრუნდა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ის კარგად გაისარჯა, თამაშსაც ამწვავებდა, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა და პარიზულ გუნდში მეექვესე ტიტული მოიპოვა.
დედაქალაქელები მეცამეტე წუთზე ვიტინიას პასით დემბელემ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, გადაცემა მენდეშს გაუკეთა, რომელსაც გატანა მეკარე რულიმ არ დაანება. მეტოქემ შეტევებით უპასუხა, სამი კარგი მომენტი ჰქონდა, ორჯერ პარიზელები მეკარე შევალიემ გადაარჩინა, ერთხელ კი ბურთი მიზანს ვეამ ააცილა.
მეორე ტაიმშიც თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო შევალიე, რულიც. დუემ ბურთი ძელს გაარტყა. 71-ე წუთზე ხვიჩა ბარკოლამ შეცვალა. მერე შევალიემ საჯარიმოში გრინვუდი წააქცია და ინგლისელმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში პაჩომ ჩაჭრა. “მარსელი” გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რამუშმა თანაფარდობა აღადგინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა გაიმარჯვეს. შევალიემ ორი პენალტი მოიგერია.
პსჟ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ჩაატარებს – თასის 1/16-ფინალში „პარიზს“ უმასპინძლებს.
პსჟ – მარსელი 2:2 (პენ 4:1)
გოლები: 1:0 დემბელე (13), 1:1 გრინვუდი (76, პენ), 1:2 პაჩო (87, საკ. კარში), 2:2 რამუში (90+5)
· ჯიმა არმომწონს პესეჟე, მასე ვერ გაფრინდებიან. საჭირო დროს და ადგილას არ აძლევენ კვარას პასს. ერთი 3 პასი მინიმუმ უნდა მიეცათ სადაც ერთ-ერთზე რჩებოდა.