[VIDEO] პსჟ “მარსელთან” 0:1 დამარცხდა – ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა

ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პსჟ გასვლაზე „მარსელთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძლებმა უკვე დებიუტში მეკარე შევალიეს შეცდომის შედეგად მოახერხეს დაწინაურება, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და შეუტიეს: კვარაცხელია პავარმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, პირისპირ გასულ ფაბიანს გატანა მეკარე რულიმ არ დაანება, კონტრშეტევისას კი გუირის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ხვიჩამ ოდნავ ააცილა მიზანს, დარჩენილ დროში მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა, უფრო მობილიზებული და აგრესიული იყო. „კვარას“ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, ჰაკიმის რულიმ არ გაატანინა, რამუშის თავური არაზუსტი გამოდგა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეტევის გასაძლიერებლად პაჩოს ნაცვლად მოედანზე ლი შეუშვა, ცოტა ხანში ზაირ-ემერი მეილიუთი შეცვალა, რამაც შედეგი არ გამოიღო და „მარსელმა“ გაიმარჯვა.
საფრანგეთის ჩემპიონატს ოთხი ლიდერი ჰყავს – „მონაკოს“, პსჟ-ს, „ლიონს“ და „სტრასბურგს“ 12-12 ქულა აქვთ. პარიზული გუნდი მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს სახლში „ოსერთან“ ჩაატარებს.
მარსელი – პსჟ 1:0
გოლი: აგერდი (5)
· . მარსელი ძალიან მობილიზებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა,პსჟს მთლიანად გადახალისებულმა შეტევის ხაზმა კი,ხისტად მოთამაშე დაცვის წინააღმდეგ,რომელსაც მსაჯი ძალიან ბევრს ჰპატიობდა,ვერ შესძლო,მათი რიგების მთლიანობის დარღვევა.არც გაძლიერების რესურსები ჰქონდა და არც მთლიანად გუნდს აღმოაჩნდა საკმარისი ენერგია.ორი დღე აქეთ იქით ფრენამ,ეტყობა მაინც უარყოფითად იმოქმედა,მათ მზადყოფნაზე.
· ჟორა ხედავთ, როგორ დაიჩაგრა სიმაღლის გამო შევალიე? ამხტარი ვერ მიწვდა იმ ბურთს, რომელიც თავით გაუტანეს.
· ამატაკი ეხლა ერთჯერაც დაატრიალებენ ძველ პლასტინკას, ხვიჩა ისე ვერ ბრწყინავს, ხვიჩა ასე , ხვიჩა ისე. სინამდვილეში ეს თამაში ენრიკეს ჩაუვარდა. აბსოლუტურად არ გაამართლა სასტარტო სქემამ. ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ სიტუაციაში ხვიჩა ბევრს ვერაფერს იზამდა წმინდა ობიექტური მიზეზებით.კი ჰო, ასეც ხდება.. ყველა და მათ შორის დიდი მწვრთნელებიც უშვებენ შეცდომებს, ამაში არაფერია უჩვეულო. “დიდობაც” იმაშია ვინ ნაკლებად ცდება. ამ მატჩზე კომენტარიც კი არ ღირდა , მაგრამ მაინც დავწერე, იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ ჰგონიათ, სხვათაშორის საკმაოდ ბევრს: თუ მაგარი მწვრთნელია ე.ი. შეცდომებს არ უშვებს, შესაბამისად ჩვენ-გულშემატკივარს თურმე ხმა არ ამოგვეღება. უცებ მიაწერენ, შენ რა, ენრიკეზე მეტი იცი?! და ამის მსგავსი. არა ბატონო, ენრიკეზე კი არადა საქართველოს მწვრთნელებთანაც ვერ მივალ და არცაა ეს ჩემი საქმე, ეს მათი პროფესიაა. მაგრამ ისინი პროდუქტს იმიტომ ქმნიან რომ ჩვენ – გულშემატკივარის მოგვეწონოს. დიახ მათი შემფასებელი საბოლოო ჯამში თითოეული თქვენთაგანია. პ.ს სანიოლსაც დაუშვია სამწუხაროდ არაერთი შეცდომა, მაგრამ ჩვენთან ხომ ღმერთი არ უნდა გაგიწყრეს და არ უნდა აღნიშნო საჯაროდ, თორემ პაჩკობით წყევლა-კრულვას მიიღებ გარანტირებულად. სამწუხაროდ ჯერ აქ ვართ ამ და ბევრ სხვა თემებთან მიმართებაში. შედეგად გვაქვს ის ჩემპიონატი, რასაც ვიმსახურებთ.
· ვაჟა მასწავლებელი ვიტინიას დღეს ალბათ უთხრეს მართალია მე-12 ადგილი აიღე, მაგრამ მაინც მესი ხარო და იმის მაგივრად, რომ ერთი-ორჯერ კვარასთვის გაეკეთებინა პასი უთავბოლოდ კარში ურტყამდა. ძალიან ბოღმა-შურიანი ყოფილა. ნეტავ ვცდებოდე.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?