[VIDEO] პრორუსმა რადიკალებმა აქტივისტებს სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება დედაქალაქის ცენტრში. ცოტა ხნის წინ პრორუსი რადიკალები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სცემეს. ინცინდენტი ნატა ფერაძის სახლთან ახლოს, მოძალადეების აქციის დასრულების შემდეგ მოხდა.
აქტივისტები ნატა ფერაძის სახლთან მის მხარდასაჭერად მივიდნენ – ამბობენ, რომ მათ მოძალადეებს ძალიან ახლოს ჩაუარეს, რა დროსაც მათ აგრესიის გამოხატვა დაიწყეს. “იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ მიერ, მივბრუნდი, ვკითხე ვის შეაგინე-თქო და წამიერად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება”, – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
მათივე ინფორმაციით, 1 პირი, რომელიც აგრესიით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა, პოლიციის ადგილზე მისვლამდე მიიმალა, დანარჩენი რამდენიმე პირი კი სამართალდამცველებმა ადგილიდან გაარიდეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ასევე დაგაინტერესებთ