[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “სიეტლ საუნდერსს” 1:0 ამარცხებს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „სიეტლ საუნდერსს“ 1:0 ამარცხებს.
მოიგერიეს რა მასპინძელთა შეტევები სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ, მომენტი შექმნეს, როდესაც დუეს დარტყმული ბურთი მეკარე ფრაიმ მოიგერია. დონარუმას შეცდომის შედეგად შანსი სიეტლელებსაც მიეცათ, მაგრამ ფერეირამ მიზანს ვერ უწია. პარიზული გუნდი უპირატესობას ფლობდა, შორიდან ვიტინიას დარტყმული ბურთი კვარაცხელიას მოხვდა და ანგარიში გაიხსნა.
სიეტლ საუნდერსი – პსჟ
გოლი: კვარაცხელია (35)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში