[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში – 9-კაციანმა პსჟ-მ “ბაიერნს” მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მ „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა.
მატჩი მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თავიდან მომენტებს უფრო პარიზული გუნდი ქმნიდა: კვარაცხელიამ ბურთი მცველს აართვა, დუეს გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაზე მყოფ ქართველს პასი არ გაუკეთა, თავად დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. შემდეგ ხვიჩამ მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო ნოიერის კარის დალაშქვრა. ფაბიან რუისმაც ვერ გამოიყენა შანსი. მიუნხენელებსაც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, როდესაც ოლისეს დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია. მერე „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა და გატანა მეკარემ არ დაანება. “რეკორდმაისტერის” იერიშები სახიფათო იყო – კეინმა თავით ვერ გაიტანა, კიდევ ერთხელ გადაარჩინა “პარი სენ ჟერმენი” დონარუმამ, ბოლოს უპამეკანოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მუსიალამ მძიმე ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმიც დასრულდა.
შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააძლიერა, კვარაცხელიამ ბარკოლა ნოიერთან პირისპირ გაიყვანა და მანუელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თუმცა, მალე თამაში ისევ გათანაბრდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ბარკოლა დემბელეთი შეცვალა. „კვარამ“ ნოიერს ბურთი მოჰპარა და უსმანმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ცოტა ხანში დუემ მოახერხა და პარიზელები დააწინაურა. 82-ე წუთზე პაჩო გორეცკას ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ბერალდო შევიდა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა ერნანდესიც გააძევა, რომელმაც გერეირუს იდაყვი სახეში ჩაარტყა. ორკაცნაკლულმა პსჟ-მ არათუ მოიგერია მეტოქის შეტევები, არამედ დემბელემ გოლი გაიტანა და “პარი სენ ჟერმენმა” გაიმარჯვა, ფრანგმა გატანილი გოლი რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ დიოგუ ჟოტას სტილში აღნიშნა.
პსჟ ნახევარფინალში“ „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პსჟ – ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 დუე (79), 2:0 დემბელე (90+6)
გაძევება: პაჩო (82, პსჟ), ერნანდესი (90+2, პსჟ)
· მ.ზ,London Great British. უსმეან დემბელე,…დიდი ბუნების ფეხბურთელია,დონარუმაც,მოუჩვენებლად მოიქცენ,ერთი მუსიკასთან შეჯახების შემდეგ ,მეორე,ჟოტას სტილში გატანილი ბურთის აღნიშვნით.R.I.P.ძმებს ჟოტას.თანაგრძობა სხვისადმი კი მოდის აღზრდით,ასაკით ზოგჯერ,ზოგჯერ პირადულად გადატანილი მძიმე განცდების შემდგომ,ინგლისელმა მსაჯმა კი”აუშვა უსამართლობის იალტაში,თავის კარიერასამჯობინა,”შურისძიება”არაობიექტური ქმედებებით პსჟ-ს წინააღმდეგ,სამი ინგლისური გუნდი დაამარცხა ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე და აჰა დიდბრიტანული შოვინიზმიც ვიხილეთ,უმცირესობაში მყოფი ადამიანისგან დიდ ბრიტანეთში, ვითომ ბრიტანელი”პატრიოტისგან”,დასასჯელია,მატჩის ჩაშლის მცდელობისთვის,უსამართლოდ!
· კახა სუპერ მატჩი. მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდია პსჟ. ხვიჩამ კარგი არჩევანი გააკეთა აქ გადასვლით.
· ტუკო რამირესი ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა! ცოტა იღბალი დააკლდა.
· zurasuxaShvili მალადეც…
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბაიერნთან” მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბაიერნთან” მატჩში?