მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მ „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა.
მატჩი მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თავიდან მომენტებს უფრო პარიზული გუნდი ქმნიდა: კვარაცხელიამ ბურთი მცველს აართვა, დუეს გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაზე მყოფ ქართველს პასი არ გაუკეთა, თავად დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. შემდეგ ხვიჩამ მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო ნოიერის კარის დალაშქვრა. ფაბიან რუისმაც ვერ გამოიყენა შანსი. მიუნხენელებსაც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, როდესაც ოლისეს დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია. მერე „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა და გატანა მეკარემ არ დაანება. “რეკორდმაისტერის” იერიშები სახიფათო იყო – კეინმა თავით ვერ გაიტანა, კიდევ ერთხელ გადაარჩინა “პარი სენ ჟერმენი” დონარუმამ, ბოლოს უპამეკანოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მუსიალამ მძიმე ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმიც დასრულდა.
შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააძლიერა, კვარაცხელიამ ბარკოლა ნოიერთან პირისპირ გაიყვანა და მანუელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თუმცა, მალე თამაში ისევ გათანაბრდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ბარკოლა დემბელეთი შეცვალა. „კვარამ“ ნოიერს ბურთი მოჰპარა და უსმანმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ცოტა ხანში დუემ მოახერხა და პარიზელები დააწინაურა. 82-ე წუთზე პაჩო მეტოქეს ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ბერალდო შევიდა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა ერნანდესიც გააძევა. ორკაცნაკლულმა პსჟ-მ არათუ მოიგერია მეტოქის შეტევები, არამედ დემბელემ გოლი გაიტანა და “პარი სენ ჟერმენმა” გაიმარჯვა.
პსჟ ნახევარფინალში“ „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პსჟ – ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 დუე (79), 2:0 დემბელე (90+6)
გაძევება: პაჩო (82, პსჟ), ერნანდესი (90+2, პსჟ)
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
კონტემ “ბაიერნის” ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა – კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
“ნუ ელოდებით, რომ ახალი “კვარა” გახდება” – “ნაპოლის” ლეგენდა “პარტენოპეიში” ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
კეინის დუბლი – 1/4-ფინალში “ბაიერნი” პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
